
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ს განცხადებით, 90–იან წლებში
საქართველო ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური, კორუმპირებული და, კლასიკური
განმარტებით, წარუმატებელი სახელმწიფო იყო.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
მედიანიუსის ცნობით, აშშ–ში ვიზიტით მყოფმა სააკაშვილმა ეს განცხადება ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მან “ვარდების რევოლუციამდელი” პერიოდი და რეფორმების პირველი ეტაპი გაიხსენა.
“ზამთრის პერიოდის 80 პროცენტის განმავლობაში მთავრობა მოსახლეობას ელექტროენერგიით ვერ უზრუნველყოფდა. არ იყო გზები. სკოლებში არ თბებოდა. გაკვეთილებზე ბავშვები ხელთათმანებითა და ქუდებით ისხდნენ და იყინებოდნენ, მასწავლებლები შეშის შეგროვებით იყვნენ დაკავებულნი, რათა საკლასო ოთახები გაეთბოთ“, –– აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, იმავე პერიოდში პოლიციელებსა და მთავრობის წევრებს ხელფასებს არ უხდიდნენ. პოლიციელები თანამდებობებს მთავრობის წევრებისგან ყიდულობდნენ. „შემდეგ კი პირადი მანქანები სამსახურებრივი საჭიროებისთვის უნდა გამოეყენებინათ, გაევსოთ ისინი ბენზინით, გასულიყვნენ გზებზე, დამდგარიყვნენ და ხალხისგან ფული გამოეძალათ. პოლიციელები ყოველთვიურ გადასახადს უხდიდნენ მთავრობას, რომელმაც ისინი ამ თანამდებობებზე დანიშნა. თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, რას ჰგავს ყოველივე ეს. სხვათაშორის, თუკი ამის ნახვა გსურთ, წადით რუსეთში, ასეთი რამ იქ ახლაც ხდება“, –– აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, “ვარდების რევოლუციის” შედეგად, რომელმაც ქვეყანა გადაარჩინა, ხელისუფლებაში ახალი გუნდი მოვიდა და კარგი იქნება, თუ ეს გუნდი კვლავაც ახალგაზრდა დარჩება. ამასთან, მისი განმარტებით, მუდმივად ზრუნავს იმაზე, რათა “ახალგაზრდა კადრები შემოიერთოს”.
“ცუდი ის არის, რომ მე არ ვახალგაზრდავდები. ამიტომ მე ჩემს გუნდზე უფროსად გამოვიყურები. ზოგჯერ ველოდები კიდეც იმ დროს, როდესაც ხანდაზმულის შესახედაობა მექნება. იმას ვგულისხმობ, რომ იმ დროს ჩვენ ყველანი ახალგაზრდები ვიყავით. მე მაშინ გავხდი 36 წლის, როდესაც პრეზიდენტად ამირჩიეს. გვერდში ახალგაზრდების დიდი გუნდი მედგა. მათი უმეტესობა 20-30 წლის იყო. ისინი იდეალიზმით იყვნენ აღსავსენი. იცოდნენ, რომ ბევრი რამ უნდა შეეცვალათ. ჩვენ ისეთი დიდი გამოწვევების წინაშე ვიდექით, რომ არც კი ვიცოდით, საიდან დაგვეწყო მოქმედება. თუმცა ძალიან გვინდოდა, რომ ყველაფერი გამოგვსლოდა“, –– აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
Related Stories