
შეიძლება, რადიკალური ვარ, მაგრამ რამდენჯერაც დათმობებზე წავსულვარ
რეფორმებთან დაკავშირებით, ყოველთვის მინანია , - ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, საქართველოში
გატარებულ რეფორმებზე საუბრისას განაცხადა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
სააკაშვილი ს განცხადებით, ის იღბლიანია, რადგან რეფორმების შანსი რამდენჯერმე ჰქონდა.
"რეფორმატორების უმრავლესობას მეორე შანსი არ ეძლევა. ამ საოცარი იღბლიანობიდან ერთი რამ ვისწავლე - არ გადადო საქმე და ნუ იფიქრებ, რომ პოპულარული ხარ. ასე, რომ ჩემი რჩევა იქნება, თუ გაქვს შანსი რაიმეს შესაცვლელად, გამოიყენე, რომ მოგვიანებით აღარ მოგიწიოს მასთან დაბრუნება", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, რეფორმების გატარებისას, შესაძლოა შეცდომებიც დაუშვა, მაგრამ საქართველო რეფორმებამდე და რეფორმების შემდეგ რადიკალურად განსხვავებულია.
"ჩვენი ეკონომიკა გაოთხმაგებულია. დანაშაული ხუთჯერაა შემცირებული. სიღარიბის მაჩვენებელმა 17%-მდე დაიკლო. მიმდინარეობს მთელი ჯანდაცვისა და განათლების სისტემის მოდერნიზება. ავაშენეთ ახალი გზები, გაიზარდა შობადობის მაჩვენებელი. არ მეგულება არც ერთი ქვეყანა, რომელიც ასეთ მოკლე დროში მიაღწევდა დიდ პროგრესს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი ს განცხადებები ქართული ტელეკომპანიებით გავრცელდა.
Related Stories