
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ორ რეგიონში შეხვედრები გამართა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
პირWელის ცნობით, ამის შესახებ უსუფაშვილმა დღეს გაზეთ "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში განაცხადა.
"ხელისუფლების მიერ საქართველოში ოპოზიციური ძალების მიმართ შექმნილი ვითარება ჩვენი მხრიდან გასათვალისწინებელია და ივანიშვილის პერსონა ლური უსაფრთხოების თემა მნიშვნელოვანია. მე ვიცი, რომ ის რეგიონში იყო და საუბარი ადამიანების ძალიან ვიწრო წრეში ჰქონდა, მაგრამ დეტალებს ამ წუთში ვერ და არ ვიტყვი. ბიძინა ივანიშვილი მინიმუმ, ორ რეგიონში იყო", - განაცხადა უსუფაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილი რეგიონებში სხვა ტიპის შეხვედრებსაც გამართავს.
"რა თქმა უნდა, დაგეგმილი არ გვაქვს, ივანიშვილმა რეგიონებში მხოლოდ ასეთი შეხვედრები გააგრძელოს. სათანადო დროს და სათანადო ადგილას სათანადო თემებზე სხვა ტიპის შეხვედრებიც იქნება. ბიძინა ივანიშვილი ამ არჩევნების ოფისიდან მოგებას არ აპირებს. ეს ცალსახად შემიძლია, გითხრათ", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
Related Stories