20-21 მაისს საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატაში გამართა შეხვედრები

03/02/2012 16:56 (106 დღე 02:17 minutes ago)

mikheil-saakashvili_7.jpg

საქართველოს პრეზიდენტმა კონგრესის ორივე პალატაში რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის ლიდერებთან გამართა შეხვედრა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სენატორებს რიჩარდ დურბინს, ჯონ კაილს, ასევე კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ჯონ ბეინერს შეხვდა. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად პრესისთვის განცხადებაც გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტი პირისპირ ესაუბრა ასევე კონგრესმენებს - სტენლი ჰოიერს, დევიდ დრეიერს, ტედ დოიჩს და კრისტოფერ მერფის. ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში გამართული შეხვედრების ძირითადი თემები ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა და რეგიონული უსაფრთხოება იყო.

„მადლიერი ვარ, რომ პირადად ჩაერთეთ საქართველოსთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხების განხილვაში და კონგრესიდან წამოსული ძლიერი მხარდამჭერი განცხადებებისთვის, რომლებიც ჩვენთვის ძალიან ბევრს ცვლიდა. ეს ნამდვილად ასეა. მადლობას გიხდით თქვენი მხარდაჭერით მიღებული რეზოლუციისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას შეეხება. ბატონო სპიკერო, ჩვენ ვაფასებთ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ, ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს, ამიტომაც ვართ ავღანეთში. ჩვენი სურვილია ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი მოკავშირე ვიყოთ, ამიტომაც ვიღებთ ასეთ მხარდაჭერას შეერთებული შტატებიდან. ვაშინგტონში ვიზიტი ძალიან შედეგიანი იყო. ვიწყებთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკულების მიღებისთვის მოლაპარაკების პროცესს; ვისაუბრეთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე და სადაც არ უნდა გვქონდეს შეხვედრა, მაგალითად, აქ, კონგრესში, ყველგან საქართველოს მზარდამჭერი განცხადებები გვესმის - ის, რომ საქართველო არის მაგალითი მთელი რეგიონისათვის. მადლობელი ვარ იმისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებთ“, - განუცხადა მას მიხეილ სააკაშვილმა.

ჯონ ბეინერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  საქართველო შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირეა. მისი თქმით, ორი ქვეყნის მრავალწლიანი ურთიერთობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში დახმარებისთვის და ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობისთვის.

საქართველოს პრეზიდენტმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი საქართველოში მოიწვია. 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (06:20 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 08:18 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group