
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დღეს გაერო-ს
სპეციალურ მომხსენებელს მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების
თავისუფლების დაცვის საკითხებში მაინა კიაის შეხვდა, იუწყება ინტერპრესნიუსი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბრისას მინისტრმა სპეციალურ მომხსენებელს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში რეფორმების კურსის გაგრძელება.
კიაიმ კმაყოფილება გამოთქვა ქართული მხარის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ადამიანის უფლებათა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გამო.
მაინა კიაის ვიზიტი საქართველოში 13 თებერვლამდე გაგრძელდება. ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებულია შეხვედრები საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.
Related Stories