ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" პრესსპიკერად მაია ფანჯიკიძე წარადგინა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ინტერპრესნიუსის ცნობით, როგორც ბიზნესმენმა ახალი პრესსპიკერის წარდგენისას აღნიშნა , ამ თანამდებობის შესაფერის კანდიდატურას დიდი ხნის განმავლობაში არჩევდნენ.
"ვფიქრობ, საუკეთესო ვარიანტზე შევჩერდით და ამ გადაწყვეტილების სისწორეში თქვენ მასთან ურთიერთობისას დარწმუნდებით", - მიმართა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა.
მაია ფანჯიკიძე ყოველ ორშაბათს ტრადიციულ ბრიფინგებს გამართავს და საზოგადოებას სხვადასხვა საკითზე ინფორმაციას მიაწვდის. გარდა ამისა, პრესსპიკერი, როგორც თავად აცხადებს, მედიის წარმომადგენლებთან უშუალო ურთიერთობის მომხრეა და მზადყოფნას გამოთქვამს, ჟურნალისტების ნებისმიერ შეკითხვას ყოველთვის უპასუხოს.
მაია ფანჯიკიძე სხვადასხვა დროს იყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი, მრჩეველი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის მრჩეველი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს სააგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საქართველოს სააგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდის სამეფოში. დღემდე კი ის ასევე არის საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელი, ასევე თემატური ჯგუფების კოორდინატორი.
Related Stories