„თბილისი მოლი“ სოციოლოგიურ კვლევას არ ეთანხმება: „მომხმარებლების სიმცირეს არ ვუჩივით“

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

კრისტიან ბჟანია: ‘არ ვართ მიდრეკილნი, რომ ანქვაბზე თავდასხმა თბილისს დავუკავშიროთ’

22/02/2012 18:07 (87 დღე 01:18 minutes ago)

civil.ge -- სეპარატისტული აფახეზეთის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმი  ამ ეტაპზე აფხაზეთის ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე მომხდარ თავდასხმაში ქართულ კვალს ვერ ხედვას.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

„ეს დანაშაული აშკარად იყო მიმართული პრეზიდენტის წინააღმდეგ. ის პირველი არ არის. რამდენადაც მახსოვს, ეს უკვე მეექვსეა, მაგრამ არ ვართ მიდრეკილნი, რომ ის ქართულ კვალს დავუკავშიროთ“, – განუცხადა ბჟანიამ „იტარ–ტასს“.

ალექსანდრე ანქვაბი 22 თებერვალს დილით მორიგ თავდასხმას გადაურჩა მას შემდეგ, რაც მისი ესკორტს გუდაუთიდან სოხუმისკენ მიმავალ გზაზე ცეცხლი გაუხსნეს. მანამდე კი იმავე გზაზე ძლიერი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

სოხუმიდან გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად აფხაზეთის ლიდერის დაცვის ორი წევრი დაიღუპა, მესამე კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

2005 წლის შემდეგ ეს ანქვაბზე უკვე მეხუთე ან შესაძლოა მეექვსე თავდასხმაც არის. არც ერთი ეს შემთხვევა ბოლომდე გამოძიებული არ ყოფილა და არც არავინ დაუკავებიათ. თავად ანქვაბი თავდასხმებს "შიდა" აფხაზურ ძალებს აბრალებს, თუმცა დეტალებზე მას საჯაროდ არასდროს უსაუბრია.

ზოგიერთმა ექსპერტმა თბილისში გამოთქვა ვარაუდები, რომ შესაძლოა ანქვაბზე დღევანდელი თავდასხმა, წინა თავდასხმების მსგავსად, მისი გაცხადებული მიზნის შედეგია, რომელიც კორუფციის და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება.

13 თებერვალს ანქვაბმა საჯაროდ გააკრიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები დანაშაულის „დაფარვის“ და დანაშაულის შესახებ სტატისტიკური მონაცემების ხელოვნურად შემცირების გამო.

იმავდროულად, სოხუმში 22 თებერვალს დაახლოებით 500 ადამიანი შეიკრიბა სპონტანურად მოწყობილ აქციაზე, რათა ანქვაბზე თავდასხმა დაეგმოთ, იტყობინება „აფსნიპრესი“. ამავე ინფორმაციით, აქციის გამომსვლელები სამართალდამცავ სტრუქტურებისგან თავდასხმის გამოძიებას და დამნაშავეთა გასამართლებას მოითხოვდნენ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (06:32 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 08:30 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group