კიევში საქართველოსა და უკრაინის ვიცე-პრემიერებმა ქართულ-უკრაინული ბიზნესფორუმი გახსნეს

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

ტიმოშენკოს ქმარი მსოფლიოს ცოლის "იანუკოვიჩის რეჟიმის წამებისა და აბუჩად აგდებისგან" დაცვას სთხოვს

10/01/2012 16:39 (130 დღე 02:56 minutes ago)

უკრაინის ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს ქმარი მსოფლიო ს ცოლის "იანუკოვიჩის რეჟიმის წამებისა და აბუჩად აგდებისგან" დაცვას სთხოვს.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

როგორც პირWელი იუწყება, ალექსანდრე ტიმოშენკოს განცხადებით, მან ჩეხეთს პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების თხოვნით "უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა და დევნის გამო" მიმართა.

"უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას – იანუკოვიჩის ავტორიტარულ რეჟიმს იულია ტიმოშენკოს გატეხვა არც დაშინებით, არც სასამართლოთი, არც სასჯელით, არც წამებით გამოუვიდა და მერე ჩემი და ჩემი ოჯახის სხვა წევრების დევნა დაიწყო. არ მინდა, იანუკოვიჩს ოპოზიციის ლიდერზე ზეწოლის დამატებითი ბერკეტი მივცე და ჩემთვის პოლიტიკური თავშესაფარი ერთადერთი საშუალებაა მიზნის მისაღწევად", - განაცხადა ალექსანდრე ტიმოშენკომ რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში.

ამასთან, მან მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, უკრაინის ექს-პრემიერი ციხისგან იხსნან და უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები დააწესონ.

"აქ ჩამოვედი, რათა მსოფლიო ს ჩემი ცოლის ციხიდან გათავისუფლებაში, რეჟიმისგან წამებასა და აბუჩად აგდებისგან დაცვაში დახმარება ვთხოვო. იანუკოვიჩის რეჟიმს ცოცხალი ტიმოშენკო არ სჭირდება. მივმართავ მსოფლიო ს ყველა ქვეყნის ლიდერს, ჩემი ცოლი ფიზიკური განადგურებისგან იხსნან", - განაცხადა ტიმოშენკომ და დასძინა, რომ "2009 წლის იანვარში იულიამ მთელი ევროპა ცივი ზამთრისგან იხსნა, ამიტომ ახლა მისი გადარჩენაა საჭირო".

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ში ახალი რევოლუცია მოხდება, იულია ტიმოშენკო საპყრობილედან გათავისუფლდება და პრეზიდენტი გახდება.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ტიმოშენკოს ჩეხეთის ხელისუფლებამ პოლიტიკური თავშესაფარი 6 იანვარს მისცა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (06:42 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (1 დღე 06:06 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group