უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უკრაინა ში, კერძოდ, შავი ზღვის
სანაპიროზე ტერმინალის აშენების გეგმის შესახებ განაცხადა, რომელიც თხევად
ბუნებრივ აირს მიიღებს.
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
მედიანიუსის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ქვეყნის თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო შეხვედრაზე განაცხადა.
აღნიშნული პროექტი დაახლოებით 2,5 მილიარ დოლარადაა შეფასებული. მისი რეალიზაცია კი 2015 წლის ბოლომდე იგეგმება.
იანუკოვიჩმა არ დაასახელა, თუ კონკრეტულად საიდან აპირებს უკრაინა თხევადი ბუნებრივი აირის მიღებას.
შემოდგომაზე იყო ლაპარაკი, რომ კიევი თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების და ამისათვის ტერმინალის აშენების შესახებ მოლაპარაკებებს საფრანგეთთან აწარმოებდა.
გასულ კვირას უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა აზერბაიჯანთან სამთავრობათაშორისო შეთანხმება დაამტკიცა, რომელიც ქართული პორტის გავლით, თხევადი ბუნებრივი აირის შავი ზღვის აკვატორიაში მიწოდებას გულისხმობს.
უკრაინის ხელისუფლებაში მიინევენ, რომ აღნიშნული შეთანხმება მათ საშუალებას მისცემს ბუნებრივი აირი ალტერნატიული გზით მიიღონ, რითაც უკრაინისათვის იმპორტირებული ბუნებრივი აირის ფასების კონკურენტუნარიანი ფორმირების მექანიზმი შეიქმნება.
ექსპერტების აზრით, ტერმინალის აშენების შესახებ გადაწყვეტილება ეს არის პრეზიდენტის მხრიდან ერთ-ერთი მცდელობა, რაც უკრაინის რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირებას გულისხმობს.
Related Stories