
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
Rasmussen Reports- ის ახალი სატელეფონო კვლევის თანახმად, მოზარდთა 37 % ფიქრობს, რომ მიმდინარე სტუდენტური სესხის გაცემის პროგრამა ამართლებს, 19 % კი ამაში არ არის დარწმუნებული.
თუმცა, 63 % ეთანხმება იმას, რომ ეს პროგრამა იმ ადამიანებს დაეხმარება გრანტისა და სტუდენტური სესხის აღებაში, ვისაც ნამდვილად სურთ კოლეჯში სწავლა და აქვთ აკადემიური კვალიფიკაცია. მხოლოდ 27 % არ ეთანხმება ამ მოსაზრებას და ამბობს, რომ საეჭვოა ვინმემ შეძლოს გრანტისა და სტუდენტური სესხის აღება სწავლის საფასურის გადასახდელად.
ამერიკელთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა პროგრამის ძირითადი მიზნის გარშემო, რომ ფედერალური ხელისუფლება პირდაპირ გასცემს სესხებს. 47 % ამბობს, რომ უფრო მნიშვნელოვანია იმაში დარწმუნდნენ, რომ ყველას შეუძლია კოლეჯში წასვლა და რომ სტუდენტური სესხები დაიფარება. 43 % კი ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სესხი დაიფაროს.
რაც შეეხება ისეთ ძვირადღირებულ უნივერსიტეტებს, როგორიცაა ჰარვარდი და იელი, მხოლოდ 28 % ფიქრობს, რომ მთავრობამ უნდა გასცეს სტუდენტური სესხები და გრანტები, რათა სტუდენტებმა დაფარონ ამ სკოლების სწავლის საფასური. 55 % – ის აზრით, კი მთავრობამ არ უნდა გასცეს სესხი და გრანტი ძვირადღირებულ კოლეჯებში სწავლის საფასურის დასაფარად.
Rasmussen Report - მა კვლევა ჩაატარა 1, 000 მოზარდთა შორის 2010 წლის 8–9 ივნისს.
პრეზიდენტმა ობამა მ მარტში ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვით ფედერალური მთავრობა პირდაპირ ჩაერთო სტუდენტური სესხების გაცემის პროგრამაში, თუმცა ამერიკელთა მხოლოდ 35 % –ს მოსწონს ახალი კანონი.
ქალები ამბობენ, რომ მათთვის უფრო რთულია სტუდენტური სესხის აღება, ვიდრე მამაკაცებისათვის. მცირე შემოსავლის მქონე ამერიკელების თქმით, მათთვისაც უფრო ძნელია სტუდენტურის ესხის აღება, ვიდრე მათთვის, ვისაც უფრო მეტი შემოსავალი აქვთ.
კაცების 50 % ამბობს, რომ როდესაც ხელისუფლება უზრუნველყოფს სტუდენტურ სესხებს, უფრო მნიშვნელოვანია იმაში დარწმუნდნენ, რომ ის სესხები დაიფარება. ქალების 51 % კი ფიქრობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია დარწმუნდნენ იმაში, რომ ყველას შეუძლია კოლეჯში სწავლა.
მოზარდთა 60 % – ი თვლის, რომ ყველა ამერიკელმა უნდა მიიღოს საშუალო განათლება, იქნება ეს კოლეჯი თუ პროფესიული სასწავლებელი. დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამერიკელების 66 % – ი ამბობს, რომ კოლეჯის დამთავრება ჯერ ისევ კარგი კაბიტალდაბანდებაა, ამ აზრს მხოლოდ 19 % – ი არ ეთანხმება.
რაც შეეხება სამსახურის ძებნას, 47 % – ი ამბობს რომ ინტერნეტი ამის საუკეთესო საშუალებაა. ამერიკელთა 27 % – ი ამბობს, რომ ისინი არჩევენ დაბრუნდნენ სკოლაში და სხვა პროფესია აირჩიონ.
Related Stories