მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით თებერვალში წარდგება

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

მთავრობამ უმაღლესი სასწავლებლების დაბეგვრა გადაიფიქრა

ავტორი ნინო კახიშვილი, ნეტგაზეთი

29/06/2010 12:30 (588 დღე 20:52 minutes ago)

ახალი საგადასახადო კოდექსის სამუშაო ვერსიაში შესული ცვლილება უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით, დღის წესრიგიდან მოხსნილია.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

ცვლილება, რომლის თანახმადაც, უმაღლეს სასწავლებლებს პირველი  იანვირიდან დამატებითი ღირებულების გადასახადი უნდა გადაეხადათ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ფინანსთა მინისტრისა და უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ  საგადასახადო კოდექსის პროექტიდან ამოღებულია.

ფინანსთა მინისტრი  კახა ბაინდურაშვილი პარლამენტის საფინანსო –საბიუჯეტი სხდომაზე ახალ საგადასახადო კოდექსში ცვლილებას იმ ფაქტით ხსნიდა, რომ ქვეყანაში მსოფლიო   კრიზისის კვალი ისევ არსებობს და, შესაბამისად,  ქვეყანას დეფიციტი აქვს. დეფიციტის თავიდან ასაცილებლად კი მთავრობამ ახალ საგადასახადო კოდექსში სხვადასხვა ცვლილება შეიტანა. ერთ–ერთი ცვლილება სწორედ უმაღლესი სასავლებლების18 %–ით  დაბეგვრა იყო.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მომავალი წლიდან ყველა მომგებიანი სექტორი უნდა დაბეგრილიყო, მათ შორის კერძო უმაღლესი სასწავლებლები.

ცვლილებას  მოწინააღმდეგენი თავიდანვე გამოუჩნდნენ. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ლევან ვეფხვაძემ ამავე სხდომაზე მინისტრს მიმართა: „ამ ცვლილებით, შესაძლოა,  მხოლოდ ჩემმა და თქვენმა შვილმა შეძლოს სწავლა“.

ილიას უნივერსიტეტის რექტორი  გიგი თევზაძემაც აღნიშნა, რომ ეს ცვლილება სტუდენტებისთვის სწავლის საფასურს უდაოდ გაზრდიდა.

მას შემდეგ, რაც ახალ საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები ცნობილი გახდა, საპროტესტო აქციებით სტუდენტებიც გამოვიდნენ.

მათი აზრით,წელიწადის ამ დროს მთავრობამ იმიტომ შეიმუშავა ცვლილება ამ სექტორში, რომ არდადაგებია და სტუდენტები ვერ შეძლებენ აქციების გამართვას,– „ჩვენ ოფიციალურადაც გვინდა განცხადების გადაგზავნა, რათა კანონპროექტიდან ეს ცვლილება ამოიღონ და ისედაც დიდი გადასახადი აღარ გაზარდონ“, – განაცხადა მე- 4 კურსის სტუდენტმა სალომე გელუტაშვილმა.

სტუდენტებმა განცახადების გაგზავნა მთავრობაში ვეღარ მოასწრეს-  გაირკვა,  რომ მთავრობა სასწავლებლებს აღარ დაბეგრავს. „ეს შეღავათი ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული სფერო სახელმწიფოს მხრიდან წახალისებულია, რათა განსაკუთრებულად  განვითარდეს“, –აღნიშნა კახა ბაინდურაშვილმა.

ასევე ცნობილი გახდა კიდევ ერთი ცვლილების შესახებ. განათლების სამინისტროს ინიციატივით შეიქმნება ე.წ. ენდაუმენტის ფონდი. აღნიშნული ფონდი გულისხმობს იმას, რომ უმაღლესი სასწავლებლის ფული შეინახება ბანკში და ამ თანხას დამატებული პროცენტი სტუდენტების სწავლა–განათლებას მოხმარდება.

როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნულ კანონპროექტზე 2 კვირის მანძილზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფი იმუშავებს.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
IFC ბანკ კონსტანტასთან ითანამშრომლებს მცირე ბიზნესის დაკრედიტების გაზრდის მიზნით

02/02/2012 16:29 (5 დღე 16:53 minutes ago)

business.jpg

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ხელს შეუწყობს ბანკ კონსტანტას გააფართოვოს მცირე და საშუალო ბიზნესი ს ფინანსური მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group