| ერთიანი ეროვნული გამოცდების მედიაცენტრი იხსნება |
|
30/06/2010 13:09 (587 დღე 19:17 minutes ago) | ||||||||||||
|
ერთიანი ეროვნული გამოცდების მედიაცენტრი დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიხსნება.
პირველ ბრიფინგს, რომელიც გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით გაიმართება, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე ჩაატარებენ. 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 36421 აბიტურიენტია რეგისტრირებული.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|



