მინერალური წყლის ექსპორტი 2011 წელს 57.9 პროცენტით გაიზარდა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

01/07/2010 16:12 (586 დღე 15:16 minutes ago)

დღეს საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

საქართველოს 12 ქალაქში განთავსებულ 15 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტების რეგისტრაცია 08:00 საათზე, ხოლო 09:00 საათზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში პირველი გამოცდის პირველი სესია დაიწყო.

საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს დამთავრდება.

"ეროვნული ბანკისა" და " ლიბერთი ბანკი ს" საცავებიდან დილის 06:30 საათზე ტესტები საგამოცდო ცენტრებში საპატრულო პოლიციისა და უშიშროების სამსახურის თანხლებით მიტანეს. თითოეულ საგამოცდო ცენტრთან მორიგეობს სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები. გახსნილია სამედიცინო პუნქტი.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 2010 წელს 36 421 აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

გარდა ერთიანი ეროვნული მისაღები გამოცდებისა, წელს ტარდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდები და პირველად ტარდება პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები. სასერტიფიკაციო გამოცდები 13 ივლისს პროფესიულ უნარებში ჩატარდება, ხოლო სამაგისტრო გამოცდა 7 და 8 ივლისს არის დაგეგმილი.

გამოცდები ტარდება სიღნაღში, თელავში, რუსთავში, თბილისში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ფოთში, ზუგდიდში, ბათუმსა და ხულოში. საგამოცდო პროცესში ჩართულია 1 300 მეთვალყურე და კურატორი, უშიშროების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის 30-მდე ბრიგადა.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
IFC ბანკ კონსტანტასთან ითანამშრომლებს მცირე ბიზნესის დაკრედიტების გაზრდის მიზნით

02/02/2012 16:29 (5 დღე 14:59 minutes ago)

business.jpg

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ხელს შეუწყობს ბანკ კონსტანტას გააფართოვოს მცირე და საშუალო ბიზნესი ს ფინანსური მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group