მერაბიშვილი ბელარუსს სტუმრობდა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

ახალი ჟურნალებით ახალი სასწავლო წლიდან

ავტორი მაკა ჯოხაძე, ნეტგაზეთი

02/07/2010 14:12 (585 დღე 17:15 minutes ago)

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პედაგოგებს სასწავლო ჟურნალების განახლებული ნიმუში - ელექტრონული ჟურნალები წარუდგინა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ჟურნალი ორი ასაკობრივი კატეგორიისთვის შეიქმნება - I-IV და V-XII კლასელებისთვის და მომავალი სასწავლო წლიდან შევა სკოლებში.

დიმიტრი შაშკინის თქმით, ახალი ჟურნალები უფრო სამართლიანი და გასაგები იქნება  მოსწავლეებისთვისა და მათი მშობლებისთვისაც: `პედაგოგებს უფრო მეტი დრო ექნებათ, რომ მოსწავლეების რეალური ცოდნა შეაფასონ და არ დაკარგონ დრო პროცენტების გამოთვლით. იცვლება შეფასების სისტემა, რაც აძლევს პედაგოგს საშუალებას, რომ უკეთ შეაფასოს მოსწავლის ცოდნა.~

ახალი სისტემის მიხედვით, მოსწავლეების ცოდნა სამკომპონენტიანი სისტემით შეფასდება: საკონტროლო წერით, საშინაო დავალებებით და შემაჯამებელი შემოწმებით. სამივე კომპონენტს თანაბარი დატვირთვა ექნება შეფასების დროს.

ყოველი დღის ბოლოს, მოსწავლის მიერ სხვადასხვა საგანში მიღებული ქულები და გაცდენები დაჯამდება. ხოლო ქულების პროცენტულად გამოთვლის საჭიროება მოიხსნება.

ნანა ჯოჯიშვილი, 32–ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი მიიჩნევს, რომ ჟურნალების გამარტივება მისაღებია, თუმცა ჟურნალის ახალ ვარიანტში საგნის თემა არ ფიქსირდება: `ახალ ჟურნალში არ ფიქსირდება, თუ რა თემებს გავდივართ წლის განმავლობაში, რაც გააკონტროლებდა ერთის მხრივ ჩემს მუშაობას - რომელ თემაზე ვართ და როგორ დაძლიეს ესა თუ ის თემა ბავშვებმა. ამიტომ მასწავლებლებს ამისთვის დამატებითი ჟურნალების შექმნა დაგვჭირდება~.

მარინა გოგიშელი, მე-12 სკოლის ქიმიის მასწავლებელი ამბობს, რომ პედაგოგებს ძველი ნიშნების გამოყვანის წესი ბევრ სიძნელეს უქმნიდა: `გამოსაყვანი იყო პროცენტები და ხვედრითი წილები, საბოლოო ჯამში, უაზრო შრომა მასწავლებლისთვის. ახალ ვარიანტში უფრო გაიოლებულია ამ მხრივ მუშაობა. თავიდან იქნება აცილებული ზედმეტი ნიშნების შეტანაც.~

შეხვედრაზე პედაგოგებმა საკუთარი შენიშვნებიც წარმოადგინეს, რასაც განათლების სამინისტრო ჟურნალების საბოლოო სახის შემუშავებისას გაითვალისწინებს.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
IFC ბანკ კონსტანტასთან ითანამშრომლებს მცირე ბიზნესის დაკრედიტების გაზრდის მიზნით

02/02/2012 16:29 (5 დღე 14:58 minutes ago)

business.jpg

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ხელს შეუწყობს ბანკ კონსტანტას გააფართოვოს მცირე და საშუალო ბიზნესი ს ფინანსური მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group