| უმაღლესი სასწავლებლები სწავლის პერიოდში ფასებს ვეღარ გაზრდიან |
|
09/07/2010 13:21 (579 დღე 04:37 minutes ago) | ||||||||||||
|
სახელმწიფო და კერძო უმაღლესებს სტუდენტებისთვის სწავლის პერიოდში სწავლების საფასურის გაზრდას კანონი აუკრძალავს, იტყობინება რადიო კომერსანტი.
ცვლილება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შედის. შედეგად, სტუდენტები სწავლის დასრულებამდე იმ თანხას გადაიხდიან, რაც ჩარიცხვის დროს იყო. ცვლილება შეეხება როგორც სახელმწიფო ისე კერძო უმაღლეს სასწავლებლებს. ცვლილებების თანახმად, სწავლის გადასახადს უმაღლესი სასწავლებლები მხოლოდ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, მაღალი ინფლაციის შემთხვევაში და ისიც მხოლოდ მთავრობასთან შეთანხმებით გაზრდიან.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


