აბიტურიენტები დღეს უცხო ენის გამოცდას აბარებენ.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით,
უცხო ენის გამოცდის პირველმა სესიამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, მეორე სესია
კი 15:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათზე დასრულდება, იუწყება პირWელი.
გამოცდები საქართველოს 12 ქალაქში - სიღნაღში, თელავში, რუსთავში, თბილისში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ფოთში, ზუგდიდში, ბათუმსა და ხულოში გახსნილ 15 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. გამოცდების პროცესში 1300 მეთვალყურე და კურატორი, ასევე, უშიშროების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის 30-მდე ბრიგადა არის ჩართული.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყო და 23 ივლისს დასრულდება. წელს ეროვნული გამოცდებისთვის 28 948 აბიტურიენტია რეგისტრირებული, მათგან 27 624 სტუდენტი გახდება, აქედან 25 054 - ბაკალავრიატის, 2570 კი – უმაღლესი პროფესიული პროგრამების. ჩარიცხული სტუდენტებიდან სახელმწიფო გრანტს 9 000 სტუდენტი მიიღებს. აღსანიშნავია, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, წელს დაფინანსება ოთხი გამოცდის შედეგების მიხედვით გაიცემა.
Related Stories