ხვალ პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები გაიმართება.
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სასერტიფიკაციო გამოცდები მასწავლებლებისთვის 2014 წლამდე ნებაყოფლობითია, შედეგები კი - კონფიდენციალური, იუწყება პირWელი.
"სასერტიფიკაციო გამოცდები მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში პედაგოგი მუშაობას ჩვეულებრივ გააგრძელებს და 2014 წლამდე მას განმეორებით გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა რამდენჯერმე მიეცემა. მათ კი, ვინც ბარიერს გადალახავენ, ხელფასი მოემატებათ და მენტორ მასწავლებლად მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ, რაც 160 ლარიან დანამატს გულისხმობს. გარდა ამისა, ისინი სამინისტროს პროგრამაში - "ასწავლე საქართველოსთვის" - ჩაერთვებიან", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა. პირველ ეტაპზე გამოცდაში საქართველოს მასშტაბით 14 000-მდე ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და უცხო ენის პედაგოგი მიიღებს მონაწილეობას. მასწავლებლები გამოცდას უნარ-ჩვევებსა და სპეციალობაში ჩააბარებენ და მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, რომელიც 60 ქულით განისაზღვრა, სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ. 2014 წლამდე სერტიფიცირებას ყველა მოქმედი პედაგოგი გაივლის.
Related Stories