მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით თებერვალში წარდგება

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

მინისტრმა ოლიმპიელები დააჯილდოვა

20/07/2010 12:45 (567 დღე 18:16 minutes ago)

 

საქართველოს განათლებისა და   მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულ საქართველოს ნაკრების წევრებს ფულადი ჯილდოები და სიგელები გადასცა.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

ორი ვერცხლის,  ორი ბრინჯაოს მედალი და ორი  საპატიო სიგელი მოიპოვა 6 მოსწავლისაგან შემდგარმა საქართველოს ნაკრებმა გუნდმა მათემატიკის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IMO 2010, რომელიც  ყაზახეთში  ქ. ასტანაში  2–14 ივლისს გაიმართა.
 
მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულები არიან:
 ლაკირბაია ლაშა (ვერცხლის მედალი) -  თბილისის 199-ე საჯარო სკოლა–პანსიონის "კომაროვი" XII კლასის მოსწავლე;
 ფერაძე ლაშა (ვერცხლის მედალი) -  თბილისის 199-ე საჯარო სკოლა–პანსიონის "კომაროვი" - XII კლასის მოსწავლე;
ტაბიძე ცოტნე (ბრინჯაოს მედალი) -  ქუთაისის ა.რაზმაძის სახ. 41-ე საჯარო სკოლის  XI კლასის მოსწავლე;
 გუმბერიძე გიგა (ბრინჯაოს მედალი) -  თბილისის 199-ე საჯარო სკოლა–პანსიონის "კომაროვი"  XI კლასის მოსწავლე;
 გიგლემიანი გიორგი (საპატიო სიგელი) - თბილისის 42–ე საჯარო სკოლის  XI კლასის მოსწავლე;
 ამბროლაძე ნოდარ (საპატიო სიგელი) -  ქუთაისის ა.რაზმაძის სახ. 41-ე საჯარო სკოლის  XI კლასის მოსწავლე;
 
მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში წელს,   97  ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრებმა გუნდმა ქულათა მაჩვენებლით ისეთ ქვეყნებს გაუსწრო როგორებიცაა: ესპანეთი, ინდოეთი, ბრაზილია,  ავსტრია, ნიდერლანდები, დანია და სხვ. გამარჯვებული მოსწავლეები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ: ვერცხლის მედლის მფლობელებს თითოეულს 3 000 ლარი გადაეცა, ბრინჯაოს მედალოსნებს -თითოელს  2 000 ლარი.

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევის, მომზადებისა და მონაწილეობის ადმინისტრირება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა განახორციელა. 2010 წელს საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადებზე საქართველომ დელეგაციები   სამ დისციპლინაში: ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში წარადგინა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
IFC ბანკ კონსტანტასთან ითანამშრომლებს მცირე ბიზნესის დაკრედიტების გაზრდის მიზნით

02/02/2012 16:29 (5 დღე 14:32 minutes ago)

business.jpg

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ხელს შეუწყობს ბანკ კონსტანტას გააფართოვოს მცირე და საშუალო ბიზნესი ს ფინანსური მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group