2011 წლის განმავლობაში ,,კონსტანტას” აქტივები 77 პროცენტით გაიზარდა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

სააკაშვილი: ”განათლება სტრატეგიული პრიორიტეტია”

23/07/2010 13:24 (564 დღე 19:05 minutes ago)

civil.ge /"> civil.ge –– პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 22 ივლისს, რომ საქართველოს არ გააჩნია უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, ვიდრე განათლების სისტემის განვითარებაა.

civil.ge /">
ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

განათლების სამინისტროში შეხვედრაზე, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად მიღწევებისა, ქვეყნის განათლების სისტემა „არ აკმაყოფილებს იმ თანამედროვე გამოწვევებს, რომელიც საქართველოს და ქართველ ხალხს აქვს საკუთარი მოდერნიზაციისთვის“.

„არსებითად ჩვენ გვჭირდება სერიოზული მოდერნიზაცია განათლების სისტემის, ცოტა მოკრძალებული თანხების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ამ თანხებში რაც შეიძლება უნდა გავაკეთოთ. ეს არის პირველ რიგში დიდი აქცენტის გაკეთება ტექნიკურ დარგებზე. საქართველოს მომავალი, ისე როგორც ნებისმიერი ქვეყნის მომავალი, ეს არის საინჟინრო დარგების განვითარება, ინოვაცია, შენი პროდუქტის შექმნა, ექსპორტზე გატანა,“ – განაცხადა მან.

„როცა ვლაპარაკობ სინგაპურზე - სინგაპური ეს იყო; როცა ვლაპარაკობ ჩინეთზე - ჩინეთის განვითარება სწორედ ეს არის,“ – განაგრძო მან.

2010 წელს განათლების სამინისტროს დაფინანსება 561.68 მილიონ ლარამდე გაიზარდა შარშანდელი 519 მილიონი ლარიდან.

„საბოლოო ჯამში, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი განათლება არის სტრატეგიული პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი და სტრატეგიული დარგი ჩვენ შეუძლებელია გვქონდეს და ჩვენი ყველა სახელმწიფო უწყება მოწოდებულია თქვენ მაქსიმალურად ხელი შეგიწყონ, მაგრამ თქვენგან, ამ სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისგან, ჩვენ ველით მკვეთრად ამაღლებას სტანდარტების,“ – განუცხადა სააკაშვილმა განათლების სამინისტროს ხელმძღვანელებს.

„დღევანდელი სტანდარტები არ პასუხობს ხვალინდელი საქართველოს მოთხოვნებს,“ – განაცხადა მან.

სააკაშვილი ასევე მიესალმა მანდატურების ინსტიტუტის შემოღებას. „დისციპლინა სკოლებში არის უმთავრესი. მშობელმა უნდა იცოდეს, ბავშვს რომ გაუშვებს, ის საღსალამათი უნდა დაუბრუნდეს სახლში,“ – განაცხადა მან.

„მთლიანობაში მინდა გითხრათ, რომ განათლების სამინისტროს მუშაობას, რა თქმა უნდა, ჩვენ  და საზოგადეობა ძალიან მაღალ დონეზე აფასებს, ყველა თავისი ხარვეზებით და შუქჩრდილებით, მაგრამ ასევე ძალიან კარგად ვხედავთ მიღწევებს, ვხედვათ ასევე სწორ პროგრამას, თუ რა უნდა გაკეთდეს“, - დასძინა მან.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
IFC ბანკ კონსტანტასთან ითანამშრომლებს მცირე ბიზნესის დაკრედიტების გაზრდის მიზნით

02/02/2012 16:29 (5 დღე 16:01 minutes ago)

business.jpg

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ხელს შეუწყობს ბანკ კონსტანტას გააფართოვოს მცირე და საშუალო ბიზნესი ს ფინანსური მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group