
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
Financial-ის მიერ 5 უნივერსიტეტში (კავკასიის უნივერსიტეტი,
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი,
თავისუფალი უნვიერსიტეტი, ილიაუნი) ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა,
რომ 190 ზე მეტი სტუდენტი გაირიცხა ფინანსური, აკადემიური თუ სხვა მიზეზის
გამო.
2010 წლის 4 თებერვალს, დიმიტრი შაშკინმა, სქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრმა, გამოუშვა ბრძანება სტუდენტების და უნივერსიტეტების
უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რომელთა გათვალისწინებაც სტუდენტს
სტატუსის დაკაგრვისგან იცავს. ამ ბრძანების მიხედვით, თუ სტუდენტი ვერ
ახერხებს სასწავლო გადასახადის დაფარვას, იგი ავსებს აპლიკაციას სტუდენტის
სტატუსის დროებით შეჩერების შესახებ, იწყებს მუშაობას, აგროვებს საჭირო
თანხას და გადახდის შემდეგ კვლავ ხდება სტუდენტი 5 წლის ვადით.
ნატა ხაჭაპურიძე, კავკასიის უნივერსიტეტიდან გურამ თავართქილაძის
სახელმწიფო უნივერსიტეტში გადავიდა, რადგან ვერ შეძლო მეორე კურსის
გადასახადის დაფარვა. როგორც Financial-სთვისაა ცნობილი, იგი საკმაოდ
კარგად სწავლობდა და უნივერსიტეტის შეცვლის ერთადერთი მიზეზი გადახდის
პრობლემა გახდა. მან უბრალოდ ვერ შეძლო 6500 ლარის გადახდა.
მსგავსი სიტუაცია იყო ნიკა გონაშვილის შემთხვევაშიც, რომელიც 2 წლის წინ
იესემიდან შავი ზღვის უნივერსიტეტში იმავე მიზეზის გამო გადავიდა. იმ
დროისათვის შავი ზღვის უნივერსიტეტში გადასახადი 2864 ლარს შეადგენდა,
თუმცა დღეისათვის შავი ზღვის უნივერსიტეტში სწავლების საფასური 4200 აშშ
დოლარამდე გაიზარდა, რადგან მიმდინარეობს ახალი შენობის მშენებლობა
თბილისის აეროპორტი ს მიმდებარე ტერიტორიაზე.
გასულ წელს დიმიტრი კიკნაძე შავი ზღვის უნვიერსიტეტიდან გაირიცხა. ამ
შემთხვევაში მიზეზი არა მაღალი გადასახადი, არამედ რთული ინგლისურენოვანი
სწავლება აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ მისთვის ილიაუნი საუკეთესო ვარიანტს
წარმოადგენდა, სადაც გადასახადი იმ დროსითვის 1500 ლარს უდრიდა, სწავლება
კი ქართულ ენაზე მიმდინარეობდა.
ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში, ბოლო 4 წლის განმავლობაში, მხოლოდ სამ
სტუდენტს შეუჩერდა სწავლების უფლებები გადაუხდელობის გამო. “ამ სამ
სტუდენტს დროებით შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი, თუმცა რადგან მათი
ფინანსური დმგომაროება უმჯობესდება, ისინი შეძლებენ გააგრძელონ სწვალა იმ
საფეხურიდან, სადაც შეწყვიტეს”, განაცხადა მაიკლ კოუგილმა, გაუს
პრეზიდენტმა.
“მთლიანი გადასახადის წლის დასაწყისშივე მოთხოვნის ნაცვლად, ჩვენ უფლებას
ვაძლევთ სტუდენტებს გადაიხადონ ორ ეტაპად. ამის შემდეგ წესდება გარკვეული
თარიღი, რომლისთვისაც უნდა მოხდეს გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში
სტუდენტი კარგავს უფლებას ლექციებს დაესწროს. გარდა ამისა, კერძო
სიტუაციებში შესაძლებელია განხილულ იქნას გადახდის ალტერნატიული პირობები,
თუმცა რა თქმა უნდა მხოლოდ გამონაკლისების შემთხვევაში”, აღნიშნა კოუგილმა.
“მომავალი 2010/11 სასწავლო წლისათვის, გაუმ ბაკალავრიატის გადასახადი 7500
იდან 6000 ლარამდე შეამცირა. რაც ქართული ეკონომიკის მდგომარეობის
გათვალისიწნებით, მისაღებ ფასად მიმაჩნია”
“სტუდენტების უმრავლესობა სხვა უნივერსიტეტებში აკადემიური მიზეზების (ერთი
და იმავე კურსის ორჯერ ჩავარდნის ან მინიმალური ზღვრის ვერგადალახვის)
გამო გადადის. ამასთანავე, რადგან მხოლოდ ბიზნესი სა და იურიდიული
ფაკულტეტები გვაქვს, გვყავდა სტუდენტები, რომლებმაც უნივერსიტეტი შეიცვალეს
განსხვავებული პროფესიის არჩევის გამო”, განაცხადა კოუგილმა.
მარინა ყიფიანის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პიარის
დეპარტამენტის მმართველის განცხადებით, აღნიშნული უნივერსიტეტიდან 133
სტუდენტი გადავიდა. “იყო სხვადასვხა მიზეზი. ძირითად შემთხვევებში
ფინანსური სახის, თუმცა ზოგმა ვერ შეძლო ინგლისურენოვან სწავლებასთან
შეგუება. სტუდენტების მობილობა შავი ზღვის უნივერსიტეტიდან სხვა
უნივერსიტეტებში მაღალია. ჩვენთან გადმოსვლის სურვილი წელს 18-მა სტუდენტმა
გამოთქვა. ვფიქრობ, უნივერსიტეტიდან გადასვლის ძირითად მიზეზს გადასახადი
წარმოადგენს. თუმცა, მათთვის ვისაც ინგლისური განათლების მიღება სურს,
გადასახი შესაბამისია. შავი ზღვის უნვიერსიტეტში გადახდა 10 ეტაპადხდება,
რაც მეტად კომფორტულია. ამ დროისათვის გადასახადი 4200 აშშ დოლარს შეადგენს
და საკმაოდ მაღალია, მიუხედავად 10 % იანი შეღავათისა მათთვის, ვინც TOEFL
IBT ჩააბარა და სხვა მსგავსი შეღავათებისა.
თავისუფალი უნივერსიტეტიდან წელს 11 სტუდენტი გადავიდა, რომელთაგაცნ 6
პირველკურსელი და 5 მეორეკურსელი იყო. მათი გადასვლის მიზეზს ძირითადად
არადამაკმაყოფილებელი სწავლაწარმოადგენდა.
“ჩვენი უნივერსიტეტიდან სტუდენტები სხვა მიზეზების გამო არასოდეს გადადიან,
რადგან ყველაფერს ვაკეთებთ რომ მათ არ შეექმნათ ფინანსური სახის
პრობლემები” განაცხადა გიორგი მელაძემ, თავისუფალი უნივერსიტეტის
მმართველმა.
მარკეტინგისა და პიარ დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თინათინ გუგბერიძის
განცხადებით, კავკასიის უნივერსიტეტიდან სტუდენტთა გადასვლის მთავარი
მიზეზი წესების და მოვალეობობის სიმკაცრეა. რამეთუ სწავლა დიდ ძალისხმევას
მოითხოვს, სტუდენტები ზოგჯერ მზად არ არიან ამხელა ძალისხმევის გასაღებად
და სწვალის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. სწორედ ამიტომ, შეუძლებელია
დავასკვნათ, რომ სტუდენტებისათვის, რომელთაც უნვიერსიტეტი დატოვეს, მიზეზს
მხოლოდ ფინანსური პრობლემა წარმოაგდენდა.
კავკასიის უნვიერსიტეტი სტუდენტებს ასევე სთავაზობს სესხებს ბანკ
რესპუბლიკიდან, 19 % განაკვეთით, შემდეგ სპეციალობებზე: ბიზნესი ,
სამართალი, ჟურნალისტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ჰუმანიტარული,
ტურიზმი და სამთავრობო მართვა. გადახდა წარმოებს ლარებში. სესხის ვადა 2
წელია.
წელს უნივერსიტეტიდან გამოცდებზე გადაწერის გამო 4 სტუდენტი გაირიცხა და
ასევე იგეგმება 8 სტუდენტის გარიცხვა უნივერსიტეტში მომხდარი სკანდალის
გამო.
ილიაუნიდან გადასახადის გადაუხდელობის გამო 2010 სასწავლო წლის
განმავლობაში 44 სტუდენტი გაირიცხა. წინა წლების მაჩვენებლები შემდეგნაირად
გამოიყურება: 69 სტუდენტი 2008 წელს, 31 სტუდენტი 2009 წელს.
ამჟამად წლიური გადასახადი ილიაუნიში 2250 ლარს შეადგენს.
პიარ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნანა ღვინჯილიამ, Financial-თან
ინტერივიუში განაცხადა, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად უნივერსიტეტში აქვთ
დასაქმების სამსახური, რომლის მეშვეობითაც უნივერსიტეტში და მის გარეთ 138
სტუდენტი დასაქმდა. ამის გარდა, ილიაუნის თვითმმართველობას გააჩნია
რესურსები, საიდანაც ხდება ფინანსურად მძიმე მდგომაროებაში მყოფთა
დახმარება. მესამე გზა პრობლემის მოსაგვარებლად ინდივიდუალური გადახდის
სისტემაა.
“გადახდასთან დაკავშირებით პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში ილიაუნის
ადმინისტრაცია აწყობს შეხვედრას და სტუდენტს პრობლემის გადაჭრის ოპტიმალურ
გზებს სთავაზობს. როგორიცაა, მაგალითად, ეტაპებად გადახდა, ყოველგვარი
დამატებითი პროცენტისა და გადასახადის გარეშე. მსგავსი გამონაკლისები
შეეხებათ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს”
Financial-მა ასევე გამოკითხა რუბენ გეიტან ლემუსი, Yale-ს სტუდენტი, რათა
გაერკვია თუ როგორ ხდება მსგავსი პრობლემების გადაჭრა საზღვარგარეთ.
“ასეთ შემთხვევებში სტუდენტთა უმრავლესობა იღებს სესხს და სწავლის
დასრულების შემდეგ მუშაობს მის დასაფარად. თუ სტუდენტი არ იხდის, იგი
ირიცხება, თუმცა უმეტესობა ცდილობს დაფინანსების მიღებას ან იღებს სესხებს.
აქ გადასახადი ძალიან მაღალია, 50000 აშშ დოლარი, თუმცა ამდენს თითქმის
არავინ იხდის, რადგან ყველა სტუდენტს გარკვეული დაფინანსება გააჩნია”.
“დამთავრების შემდეგ სტუდენტს აქვს 6 თვიანი ვადა ყოველგვარი დამატებითი
პროცენტის გარეშე, თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგ ის ჩვეულებრივ იხდის
პროცენტს. დაფინანსებას იღებენ უშუალოდ უნივერსიტეტისგან, ან სხვა გზებით,
ასე რომ პრაქტიკულად არ გამიგია ვინმე გაერიცხათ მსგავსი პრობლემის გამო”.
განაცხადა უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის ახალგაზრდა
სტუდენტმა.
Related Stories