ელექტრონული მარკირება მინერალური წყლებისთვის

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

საქართველოში 50 მოხალისე ინგლისური ენის მასწავლებელი ჩამოვიდა

ავტორი ეკა ქევანიშვილი, რადიო თავისუფლება

02/08/2010 12:14 (555 დღე 05:33 minutes ago)

31 ივლისს თბილისში 50 უცხოელი მოხალისე ჩამოვიდა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რაიონსა და სოფელში, საგანმანათლებლო პროგრამა - "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში, მოსწავლეებს ინგლისურ ენას შეასწავლიან.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ამერიკელი, კანადელი, ახალზელანდიელი, ინგლისელი მოხალისეები სკოლებში ინგლისური ენის გაკვეთილებს ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად ჩაატარებენ.

ინგლისური ენის სასწავლებლად უცხოელი მოხალისეები საქართველოში, მშვიდობის კორპუსის დახმარებით, 2001 წლიდან ჩამოდიან. დღემდე საქართველოს სულ 337 ასეთი მოხალისე სტუმრობდა, მაგრამ პროექტი, რომლის განხორციელებასაც განათლების სამინისტრო ახლა იწყებს, გაცილებით მასშტაბურია. 31 ივლისს თბილისში ჩამოსული 50 მოხალისის რიცხვი სექტემბრის ბოლმდე 500-მდე გაიზრდება. პირველი ნაკადის თითქმის სრული შემადგენლობა აჭარაშია განაწილებული. ამჯერად მხოლოდ რამდენიმე წავა სიღნაღსა და ზემო სვანეთში, თუმცა მოგვიანებით, როგორც პროექტის კოორდინატორი მაია სიფრაშვილი გვეუბნება, მოხალისეები ჩავლენ სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურია-იმერეთში და, ბოლოს, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში. პროექტის იდეა 2010 წლის თებერვალში გაჩნდა და მოხალისეების შერჩევაც დაიწყო: ევროპის ქვეყნებში ეს ასეთი პირველი პროექტი იყო და უფრო მეტადაც საქართველოთი დაინტერესდნენ.

არსებული კვლევები აჩვენებდნენ, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად, იაპონია, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, სადაც მსგავსი პროგრამები დიდი ხანია უკვე ხორციელდება ინგლისური ენის შესწავლის დონეზე, უცხოელი მოხალისეების ჩაყვანამ საგრძნობლად დადებითად იმოქმედა. პროგრესის ნიშნები იყო საქართველოს იმ რაიონებშიც, სადაც აქამდე მშვიდობის კორპუსის ინიციატივით ჩადიოდნენ მოხალისეები. მაია სიფრაშვილი ამბობს, რომ შერჩეული ადამიანები კლასში
ადგილობრივი ინგლისური ენის პედაგოგებთან ერთად შევლენ.

პროექტი თანადაფინანსებით ხორციელდება, ანუ ხარჯების ნაწილს საქართველოს მთავრობა ფარავს, ნაწილს კი საერთაშორისო ორგანიზაციები. მოხალისეების ცხოვრებისათვის საჭირო საყოფაცხოვრებო ხარჯებს ის ოჯახი იხდის, ვისთანაც მოხალისე ჩერდება. მათი მასპინძლობის მსურველი კი თურმე ბევრი გამოჩნდა. რაც შეეხება თავად მოხალისეებს, მათ აქვთ ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატები ან ინგლისური მათი მშობლიური ენაა. ასაკობრივად შერეული ჯგუფია - დაწყებული მაგისტრანტებით და 55 წელს მიღწეული პედაგოგებით დამთავრებული.

ბათუმის მეორე საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ქეთი პაპავა, რომელიც უახლოეს დღეებში შეხვდება რომელიმე ერთ-ერთ მოხალისეს, ფიქრობს, რომ ბავშვებისათვის უცხოელთან ურთიერთობა დიდი გამოცდილება იქნება.

რაც შეეხება იმ ოჯახების მოტივაციას, რომლებიც უანგაროდ უმასპინძლებენ უცხოელ სტუმრებს, ერთ-ერთი ასეთია ნონა ჩხაიძე, რომელიც ამბობს, რომ ამერიკელი წყვილის მასპინძლობის სურვილი მან თავად გამოთქვა და, აი, რატომ: ”ჯერ ერთი იმიტომ, რომ ვფიქრობ, ეს ჩემს შვილებს წაადგებათ და მეორეც, შევეცდები, რომ ამ ხალხს ჩემი ქვეყანა დადებითი კუთხით დავანახვო და ამერიკაში გავუშვა საქართველოზე შეყვარებული ორი უცხოელი.”

დაბოლოს, იმასაც გეტყვით, რომ მცირე წახალისებას პრემიის სახით ის ქართველი მასწავლებელიც მიიღებს, რომელიც უცხოელ მოხალისეს, მისი სურვილის შემთხვევაში, ქართულს ასწავლის. უცხოელი ინგლისური ენის მასწავლებლები, რომლებსაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სხვათა შორის, საქართველოს ელჩები უწოდა მსოფლიო ში, ჩვენთან ერთი წლის განმავლობაში ასწავლიან.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.  

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
IFC ბანკ კონსტანტასთან ითანამშრომლებს მცირე ბიზნესის დაკრედიტების გაზრდის მიზნით

02/02/2012 16:29 (6 დღე 01:18 minutes ago)

business.jpg

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ხელს შეუწყობს ბანკ კონსტანტას გააფართოვოს მცირე და საშუალო ბიზნესი ს ფინანსური მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group