| უცხო ენებს პირველი კლასიდან შეასწავლიან |
|
02/08/2010 16:31 (554 დღე 15:06 minutes ago) | ||||||||||||
|
განათლების სამინისტრო ახალი ინიციატივით გამოდის, რომელიც პირველი კლასიდან უცხო ენის სწავლების შემოღებას გულისხმობს, იტყობინება რადიო კომერსანტი.
ახალი პროგრამა სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით 100-მდე სკოლაში გაივლის პილოტირებას და შემდეგ ყველა სკოლაში დაინერგება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა საქართველოში ინგლისური ენის მასწავლებლად ჩამოსულ 50 პედაგოგთან შეხვედრაზე განაცხადა. შეგახსენებთ, საქართველოში ინგლისური ენის მასწავლებლების პირველი ჯგუფი ამერიკიდან, ინგლისიდან, კანადიდან, პოლონეთიდან და ლიტვიდან ჩამოვიდა. ეს ჯგუფი მთლიანად აჭარის რეგიონში გადანაწილდება.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|



