“მირჩევნია გადავიხადო მეტი და დარწმუნებული ვიყო, რომ ჩემი შვილი ევროპული
სტანდარტების შესაბამის განათლებას მიიღებს,” აცხადებს თეა ჯაფარიძე, 6
წლის მარიამის დედა, რომელიც თავისი ქალიშვილის მიყვანას კერძო სკოლა
“ქორალში” გეგმავს.
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
მის მსგავსად ბევრი მშობელი სახელმწიფო განათლებას კერძო სკოლებს ამჯობინებს.
საქრთველოში ყველა დონისა და საფეხურის მქონე კერძო სკოლაა. 2000/2001 წლებში, 12137 ბავშვი გახდა კერძო სკოლის მოსწავლე. ბოლო წლის განმავლობაში ეს რიცხვი 47723 –მდე გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემების დეპარტამენტის მიხედვით, საქართველოში 200 კერძო სკოლაა.
გია მურღულიას, 24-ე საჯარო სკოლის დირექტორის განცხადებით, კერძო სკოლების უმეტესობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ლიცენზია აქვს, თუმცა ზოგმა მათგანმა ფინანსური პრობლემების გამო ფუნქციონირება შეწყვიტა.
90-იანი წლები საქართველოში ომიანობის პერიოდი იყო. მიმდინარე ცივილური ომის პირობებში, სახელმწიფოს არ ქონდა საშუალება სახელმწიფო სკოლებში მასწავლებლებისთვის მაღალი ხელფასი გადაეხადა, ასე რომ კერძო სკოლების გახსნის იდეა საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, განათლების მინისტრი ამ საკითხს სკეპტიკურად უდგებოდა, რადგან კერძო სწავლების ორგანიზების საკითხები არ იყო გარკვეული.,” აცხადებს განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, ბეჟან დიდებულიძე.
სანამ საქართველოს ხელისუფლება განიხილავდა კერძო განათლების სახეებს, თურქმა ბიზნესმენმა ქვეყანაში პირველი კერძო სკოლა გახსნა.
თურქული დემირელის კოლეჯი, 11 წლიანი სწავლებით, პირველი კერძო სასწვალო დაწესებულება იყო თბილისში. Mის 1992 წელს გაიხსნა, არც ისე დიდი ხნის შემდეგ მას მერე, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მიიღო და ჯერაც ერთ-ერთ საუკეთესო კერძო სკოლად მიიჩნევა. ლიცენზიებზე ძალიან დიდმა მოთხოვნამ, სამინისტრო მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, განცხადებების შესაფასებლად სპეციალური კომიტეტი დაეარსებინა. 2004 წლამდე სამინისტრომ 230 ლიცენზია გასცა. ასე რომ, იმ პერიოდისთვის სულ 3500 სკოლა, ხოლო მათი 20 პროცენთი კი კერძო სკოლები იყო. “მაგრამ მათი უმეტესობა დაიხურა, განსაკუთრებით რეგიონებში,” განაცხადა ბეჟან დიდებულიძემ.
რაც უფრო მეტი ადამიანი დებდა ინვესტიციას კერძო სკოლებში, მით უფრო ძნელი გახდა სკოლის გასახსნელად შესაფერისი შენობის შოვნა. ახალი შენობის აგება დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რომლის გაღებაც ბევრ ინვესტორს არ შეეძლო. “საქართველოში 25 წელია რაც სასკოლო შენობა არ აგებულა,” აღნიშნა ბეჟან შალამბერიძემ.
ზოგი საჯარო სკოლებში ეძებდა თავისუფალ სართულებს და საკუთარი სასწავლო ოთახები იქ მოაწყო. “მასწვალებლებმა საჯარო სკოლებიდან კერძო სკოლებში დაიწყეს გადასვლა,” განაცხადა სიმონ ჯანაშიამ, განათლების ექსპერტმა და ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ლექტორმა. “მათი გადაწყვეტილების მიზეზი უმეტესად უკეთესი სამუშაო პირობები იყო.” ეს პროცესი სახელმწიფოს მიერ რეგულირდებოდა; ახალი განათლების კანონის მიხედვით მასწავლებელს შეუძლია ერთდროულად იმუშაოს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სკოლაში. ეს კანონი მასწავლებლებს საშუალებას აძლევს უკეთ იცხოვრონ, თუმცა არ მიატოვონ ისეთი მოსწავლეები, რომელთაც არ შეუძლიათ კერძო სკოლებში სწავლების საფასურის გადახდა.
1996 წელს გაიხსნა კერძო სკოლა “მწიგნობართუხუცესი”. ის თავდაპირველად 62-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მდებარეობდა, თუმცა 2004 წლიდან აქვს საკუთარი შენობა საცურაო აუზით და სხვა ევროპული სტანდარტების შესაბამისი პირობებით. სკოლაში ამჟამად 700 ბავშვი სწავლობს, ხოლო მომავალ წელს 130 ბავშვს ელოდებიან. ისინი ყოველთვიურად 350 ლარს გადაიხდიან. ფასები ყოველწლირად იზრდება,” განაცხადა ერთ-ერთმა მასწავლებელმა, ლალი ხატიაშვილმა.
კითხვაზე, თუ რამდენად მომგებიანი ბიზნესი ა საქართველოში კერძო სკოლების გახსნა, მწიგნობართუხუცესის დირექტორმა, დავით კახნიაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი სკოლების გახსნა დიდად მომგებიანი ბიზნესი არაა, თუმცა ის მაინც ბიზნესი ა და კარგ მენეჯმენტს საჭიროებს.
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები აჩვენებს, რომ კერძო სკოლების მოსწავლეები საუკეთესო პირველ ათეულს შეადგენენ. ზოგ კერძო სკოლას სპეციალური პროგრამა აქვს ბოლო 3 წლის სწავლებისათვის, რომლის ფასიც დაახლეობით 2000-5000 ლარია. კერძო სკოლების დამამთავრებელ საფეხურზე მყოფ მოსწავლეებს არ სჭირდებათ დამატებითი მომზადება ეროვნული გამოცდებისათვის. საჯარო სკოლების პროგრამა არაა შემუშავებული ეროვნული გამოცდების მოთხოვნების მიხედვით. “საჯარო სკოლები იძლევიან ზოგად განათლებას და არ არიან ფოკუსირებული მცირე რაოდენობის საგნებზე, რომლებიც საჭიროა ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად,” განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.
თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე, ახლახანს გაიხსნა სკოლა “ლოგოსი”. სკოლა მიიღებს მესამე საფეხურის მოსწავლეებს, რაც საქართველოში საშუალო განათლების ბოლო წლებს გულისხმობს. სწავლების საფასური იქნება 5300 ლარი წელიწადში.
“რატომ არის სკოლა მხოლოდ მესამე საფეხურის მოსწავლეებისათვის? ამ ფაქტს გარკვეული მიზეზები აქვს; დიდი სკოლის ორგანიზება ყოველთვის ძნელია, ამასთანავე მეტ ხარჯებს მოითხოვს. ამ ეტაპზე შესაფერისი ფინანსური რესურსი არ გვაქვს, ასე რომ გავაკეთეთ ის, რაც შეგვეძლო,” განაცხადა სკოლის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გია მურღულიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სექტემბრიდან სკოლა ახალ სასწავლო პროგრამებს შესთავაზებს მოსწავლეებს, რაც მას სხვა სკოლებთან შედარებით გაცილებით მიმზიდველად აქცევს. “ფაქტი, რომ საქართველოს განათლების სფეროში ბევრი კერძო სკოლაა, დადებითად მიმაჩნია,” განაცხადა გია მურღულიამ.
“როცა კერძო სკოლებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დავივიწყოთ რომ ეს მარკეტინგია. კარგი განათლების მიღება უმეტეს ქვეყნებში ძვირი სიამოვნებაა, თუმცა საქართველოში ფასები ამ კუთხით არც ისე მაღალია, რადგან მასწვალებლებს ძალიან დაბალი ანაზღაურება აქვთ,” დაამატა მან.
სიმონ ჯანაშიას განცხადებით, მეტი კერძო სასწავლო დაწესებულების არსებობა პოზიტიური ფაქტია, რადგან ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტ ადამიანს შეუძლია ქვეყანაში კერძო სწვალების საფასურის გადახდა. “ეს ასევე გულისხმობს, რომ მეტი ბავშვი მიიღებს კარგ განათლებას,” განაცხადა მან. “თუმცა ბევრ სკოლას არ აქვს კარგი ინფრასტრუქტურა და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე პერსონა ლი.”
2004 წლიდან საქართველოში სასწავლო გარემო შეიცვალა: ბევრი სასკოლო შენობა შეკეთდა, მასწავლებლებს ხელფასი გაეზარდათ, და მასწვალებლებსაც და მოსწავლეებსაც მეტი მოტივაცია აქვთ სწავლისა და სწავლებისათვის.
ფინანსურად დაბალი საფეხურის ოჯახებიდან მოსწავლეები კვლავ სახელმწიფო სკოლებში მიდიან, თუმცა ზოგიერთი კერძო სკოლა ასეთ ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას დაფინანსებით მიიღონ განათლება.
განათლების სამინისტრომ ახლახანს გამოაცხადა, რომ გასცემს გრანტებს წარმატებული მოსწავლეებისათვის, რათა მათ კერძო სკოლებში, უკეთეს გარემოში, უკეთესი განათლების მიღება შეძლონ. როგორც დიმიტრი შაშკინი აცხადებს “ეს იქნება ჯილდო მათი მძიმე შრომისათვის”.
Related Stories