მერაბიშვილი ბელარუსს სტუმრობდა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

დირექტორებს აირჩევენ თუ დანიშნავენ

ავტორი დალი კუპრავა, ნეტგაზეთი

12/08/2010 11:32 (544 დღე 19:35 minutes ago)

6 აგვისტოს თბილისში, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში”,  საქართველოს განმანათლებელთა ასოციაციამ ღია საზოგადოების ინსტიტუტის –ბუდაპეშტის ადგილობრივი მმართველობის ინტიტუტის მხარდაჭერით, 2007 წლის დირექტორების არჩევნების შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია ჩაატარა.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

კვლევის მეთოდოლოგიური ინსტრუმენტი კითხვარების შევსება და არაფორმალური საუბრები იყო. გამოკითხვის შედეგების გათვალისწინება სექტემბერში დირექტორების ახალი არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რადგან როგორც მკვლევარებმა იქ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს, ეს მასშტაბური კვლევა იყო, საქართველოს თოთხმეტი რაიონი გამოიკითხა. კვლევის სტატისტიკაც საკვლევი თემის აქტუალობის და საზოგადოებრივი აქტივობის მაღალი მაჩვენებელია - 1225 კითხვარიდან  მხოლოდ 25 დაბრუნდა შეუვსებელი. მიზნობრივი ჯგუფი მოიცავდა საზოგადოების დიდ სეგმენტს: სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის მონაწილეებს , მასწავლებლებს, მშობლებს, მოსწავლეებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, განათლების სამინისტროს კომისიების წევრებს. არაფორმალური საუბრებით გამოიკითხა ოთხასზე მეტი ადამიანი. კითხვარების ანონიმურობამ ხელი შეუწყო, პასუხების ობიექტურობას და, შესაბამისად, კვლევის შედეგებიც რეალობასთან მიახლოებული გახადა.

 საბოლოოდ გამოიკვეთა , რომ არჩევნები დადებითად კომისიის წევრებმა და არჩეულმა დირექტორებმა შეაფასეს, თუმცა, ჭარბობდა დადებითი შეფასება, მაგრამ გარკვეული ხარვეზებსაც აღნიშნავდნენ. რაც შეეხება “გარკვეულ ხარვეზებს ”, არაფორმალურ შეხვედრებზე გაირკვა, რომ ეს, ძირითადად, ადმინისტრირებას შეეხებოდა, როგორიცაა ერთ დღეს ორი გამოცდა ან ლოტოტრონის პრინციპით შექმნილი გეოგრაფიული დისკომფორტი, როცა ერთი სოფლის მაცხოვრებელს მეორე სოფლის დირექტორობა ერგო წილად. გამოკითხულებმა ისურვეს, რომ კარგი იქნებოდა თუ დირექტორები სკოლების გაცვლას შეძლებდნენ. ზოგადად, არჩევნები დადებითად შეაფასეს იმ სკოლის წარმომადგენლებმა, რომელთაც ვნებათაღელვის გარეშე  აირჩიეს დირექტორი.

არჩევნების უარყოფითად შეფასებაში ჭარბობდა მშობლებისა და მასწავლებლების აზრი. არაფორმალურ შეხვედრებზე ამის მიზეზად ისინი სკოლაში შემნილ კონფლიქტებს, სამეურვეო საბჭოს გამოუცდელობას, არჩევნების არაობიექტურობას და არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით ადგილობრივი თემის ჩარევას ასახელებდნენ.

გამოკითხულთა ყველაზე მაღალი პროცენტის აზრით არჩევნებს სკოლის ცხოვრებაში არსებითი გავლენა არ მოუხდენია.

რაც შეეხება სამეურვეო საბჭოს კომპეტენციას, გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი თვლის, რომ ის არაადეკვატური იყო.

დირექტორების შერჩევის ეტაპიდამ ყველა გამოკითხული უარყოფს ლოტოტრონის ეფექტს და მხოლოდ ორი პროცენტია ე.წ. კლასტერების შერჩევის ეფექტურობის მომხრე. რაც შეეხება შედეგიანობის თვალსაზრისით პირველ ადგილზე გასაუბრების ეტაპია, მას პოპულატობით მოსდევს ტესტირების ეტაპი და შემდეგ სკოლაში  ჩატარებული არჩევნები.

 შერჩევის მომავალი პროცესისთვის რესპოდენტთა უმეტესობა ტესტირების ეტაპში ცვლილებებს ისურვებდა, უფრო კომფორტულს გახდიდა ადმინისტრაციას . ასევე, გამოკითხულთა დიდი ნაწილი ცვლილებების შეტანას ისურვებდა გასაუბრებასა და სასკოლო არჩევნებშიც. შესაბამისად, მომხრე არიან, რომ ლოტოტრონი გაუქმდეს  და არსებული კლასტირების შინაარსიც შეიცვალოს.

რესპოდენტთა 14, 5 პროცენტი კი თვლის, რომ ჩატარებული არჩევნები არავითარ ცვლილებას არ საჭიროებს.

ასოციაციის მიერ შეთავაზებული სკოლის დირექტორების შერჩევის ოთხი მოდელიდან  გამოკითხულთა უმეტესობამ მხარი დაუჭირა მეოთხე მოდელს, ანუ დირექტორების დანიშვნას განათლების სამინისტროს მიერ და სრულიად უგულვებელყვეს სამეურნეო საბჭოს კომპეტენცია.

 პრეზენტაციას ესწრებოდნენ პედაგოგიური საზოგადოების წარმომადგენლები.

როგორც ასოციაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, პროექტის მიზანი იყო სკოლის დირექტორის შერჩევის გამჭვირვალე და დემოკრატიული სისტემის შექმნა. პროექტის ფარგლებში შეისწავლეს 2007 წლის არჩევნებში მიღებული გამოცდილება - საზოგადოებრივი აზრი, ასევე შეისწავლეს უცხოური გამოცდილება და მომავალი სექტემბრის არჩევნებისთვის სამინისტროსთვის რეკომენდაციები მოამზადა.

შეგახსენებთ, რომ სკოლის დირექტორების 48% არ არის არჩეული და დროებითი მოვალეობის შემერულებლები (მშ) არიან. 

 

 netgazeti.ge

 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
IFC ბანკ კონსტანტასთან ითანამშრომლებს მცირე ბიზნესის დაკრედიტების გაზრდის მიზნით

02/02/2012 16:29 (5 დღე 14:38 minutes ago)

business.jpg

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ხელს შეუწყობს ბანკ კონსტანტას გააფართოვოს მცირე და საშუალო ბიზნესი ს ფინანსური მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group