| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უცხოელ პედაგოგთა მორიგ ჯგუფს შეხვდება |
|
02/09/2010 13:36 (524 დღე 05:40 minutes ago) | ||||||||||||
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საგანმანათლებლო პროგრამის – "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში ჩამოსულ, უცხოელ პედაგოგთა მორიგ ჯგუფს დღეს სამინისტროში მიიღებს და მათთან პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრებს.
ამერიკიდან, კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, ავსტრალიიდან ჩამოსული 92 ინგლისური ენის პედაგოგი, ტრენინგების გავლის შემდეგ, იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან. ახალი სასწავლო წლიდან კი, ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, მოსწავლეებს ინგლისურს გაძლიერებულად შეასწავლიან.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


