| ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აშენდება |
|
17/08/2011 13:29 (276 დღე 06:13 minutes ago) | ||||||||||||
![]() რადიო “კომერსანტისთვის” ცნობილი ხდება, რომ ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა უახლოეს ხანებში დაიწყება.
ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის იდეა საქართველოს პირველმა პირმა ჯერ კიდევ გასულ წელს გააჟღერა. რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის ოპერის თეატრის გახსნისას კიდევ ერთხელ ახსენა ეს თემა. ოფიციალური განმარტება, როდისთვის დაიწყება ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა , ჯერ არ კეთდება. თუმცა, ირკვევა, რომ არსებობს პროექტიც და შერჩეულია რამდენიმე ადგილიც. ამჟამად ფინანსური საკითხების დაზუსტება მიმდინარეობს.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|



