კიევში საქართველოსა და უკრაინის ვიცე-პრემიერებმა ქართულ-უკრაინული ბიზნესფორუმი გახსნეს

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

განათლების სისტემა ახალ სასწავლო წელს სიახლეებით შეხვდება

19/08/2011 15:37 (274 დღე 04:14 minutes ago)

ganatlebis-saministro.jpg

განათლების სისტემა ახალ სასწავლო წელს სიახლეებით შეხვდება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლები მომავალ 2011-2012 წელს სიახლეებით შეხვდება, იტყობინება ინტერპრესნიუსი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალი 2011-2012 სასწავლო წლისთვის საზოგადოებისთვის ბევრი სიახლე იქნება. ახალ სასწავლო წელს სკოლებში ინფრასტრუქტურული, ტექნოლოგიური და შინაარსობრივი ცვლილებები განხორციელდა.


დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს მასშტაბით 350 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რეგიონებში 12 ახალი სკოლა შევა ექსპლუატაციაში, ფოთსა და ქობულეთში ახალი სტანდარტების 2 პროფესიული კოლეჯი გაიხსნება, თბილისში მასწავლებლის სახლი ამოქმედდება, პირველად საქართველოს ყველა პირველკლასელი და მათი დამრიგებელი სახელმწიფოსგან საჩუქრად 60 000 ნეთბუკს მიიღებს, ყველა სოციალურად დაუცველ მოსწავლეს, სახელმწიფოსგან საჩუქრად სახელმძღვანელოები გადაეცემა, 1000 წარჩინებულ ათოსან მოსწავლეს სამინისტრო პორტატიულ კომპიუტერს აჩუქებს.


გარდა ამისა, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ ე-სცჰოოლ სკოლებში თანამედროვე ელექტრონული საინფორმაციო სისტემა დაინერგება. კერძოდ, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სკოლებს ელექტრონული ჟურნალები და გაკვეთილების ცხრილი ექნება, შეიქმნება მოსწავლეების ელექტრონული ბაზები. თანამედროვე სისტემის საშუალებით, ადმინისტრირების პროცესი მთლიანად ელექტრონულად წარიმართება და მშობლებს საშუალება ექნებათ ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში მიიღონ. პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სკოლებში ახლად გრიფირებული სახელმძღვანელოები შევა, რომელთა ფასი 10 ლარს არ აღემატება.
ინგლისური ენის შესწავლა 1-ელი კლასიდან მაკმილანის ახალი სახელმძღვანელოებით დაიწყება. სკოლები 10 000 ახალი დაფით, მერხითა და სკამით აღიჭურვება, სკოლებში დაწყებულია ინტერაქტიული სმარტბოარდ-ის დაფების შეტანა, პროგრამა "აინშტაინის" ფარგლებში თბილისისა და დიდი ქალაქების ყველა საჯარო სკოლა 900 სამეცნიერო-საბუნებისმეტყველო ლაბორატორიითა უზრუნველყოფილი.


ზემოთ ჩამოთვლილი სიახლეები 2010-2015 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიის ფარგლებში განხორციელდა. სისტემაში დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმები მიზნად ისახავს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (1 დღე 06:22 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group