
რა უჯდებათ კომპანიებს ჰარვარდის კურსდამთავრებულისთვის ხელფასის გადახდა
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ბოლო წლებში, ფინანსური კრიზისის გამო, საზოგადოებამ ბიზნეს-სკოლების მკაცრი კრიტიკა დაიწყო. Lehman Brothers და Bear Stearns -მა ტრადიციული ბიზნეს-სკოლების კურსდამთავრებულებს თავიანთ ფირმებში სამსახურის დაწყებაზე უარი განუცხადეს, რადგან უპირატესობას ისეთი პრესტიჟული სკოლების წარმომადგენლებს აძლევდნენ, როგორიც მაგალითად, „ჰარვარდისა“ და „სტენფორდის“ სკოლებია, იტყობინება რადიო კომერსანტი.
სტენფორდის ბიზნესი ს ხარისხის მიღება სტუდენტს 275 000 დოლარი უჯდება. ცხადია, ეს საკმაოდ სოლიდური თანხაა და საკუთარ თავს მისი გადახდის უფლებას ყველა ვერ მისცემს, მაგრამ ასეთ სკოლაში სწავლა თუნდაც იმიტომ ღირს, რომ სტენფორდის ბიზნეს-სკოლის კურსდამთავრებულების სამსახურს უპრობლემოდ სთავაზობენ, რაც მათ ამ თანხის ანაზღაურების საშუალებას სამსახურეობრივი კარიერის დაწყებისთანავე აძლევს.
წელს, საუკეთესო ბიზნეს-სკოლად ჰარვარდი დაასახელეს, სტენფორდის ბიზნეს-სკოლა მეორე, საპატიო ადგილზე მოხვდა. ჰარვარდის კურსდამთავრებულებს ამერიკაში ყველაზე მაღალი ხელფასები აქვთ. მათი საშუალო ხელფასი 79 000-დან-230 000 დოლარამდე მერყეობს.
ჰარვარდმა „ბიზნეს-მაგისტრის პროგრამა“ (M.B.A) უნივერსიტეტში 1908 წლიდან აამოქმედა და 80 ნიჭიერი ახალგაზრდა მიიღო. სკოლას 150 ქვეყანაში 70 000 კურსდამთავრებული ჰყავს. მათ შორის არიან: მილიარდელები - ჯონ პოლსონი და მაიკლ ბლუმბერგი, ასევე ჯორჯ ბუშ ი და სხვები.
2012 წელს, სკოლა კიდევ 903 სტუდენტს გამოუშვებს.
Related Stories