
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ის ათი პედაგოგი
დაასაჩუქრა, რომელთაც 2011 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებზე
საკუთარ საგნებში საუკეთესო შედეგები აჩვენეს, იუწყება პირWელი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
მინისტრმა მათ პორტატიული კომპიუტერები გადასცა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წლევანდელ სასერთიფიკატო გამოცდებს წარმატებულად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ გასულ წელთან შედარებით, წელს ორჯერ მეტი - 2500 პედაგოგი აიღებს სერტიფიკატს.
ცნობისთვის, შარშან სერტიფიკატი 1200-მა პედაგოგმა მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ სასერტიფიკაციო გამოცდები ნებაყოფლობითია. მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, სურვილისამებრ, ერთი ან ორივე გამოცდა ჩააბარონ. სწორედ ამიტომ პედაგოგთა დიდი რაოდენობა წელს ერთ გამოცდაზე გავიდა, 5000-მა მასწავლებელმა წარმატებით გადალახა პროფესიული უნარების გამოცდის ბარიერი, ხოლო 4000-მა - საგნობრივის. მათ აღნიშნული შედეგები მომავალი წლისთვის შეენახებათ და 2012 წელს მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ამ დინამიკით 2014 წლისთვის, სანამ პედაგოგთა გამოცდები ნებაყოფლობითია, მასწავლებელთა 60% უკვე სერტიფიცირებული გახდება.
სერტიფიცირებული მასწავლებლები ხელფასზე დანამატს - 75 ლარს იღებენ. იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგი კომპიუტერისა და ინგლისური ენის გამოცდასაც ჩააბარებს, მისი დანამატი 200 ლარამდე იზრდება, ხოლო ორივე გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, თუ სერტიფიცირებული მასწავლებელი საუკეთესო მაჩვენებლების მქონე 25%-ში მოხვდება, მისი ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი ხდება.
სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, იმუშაონ მენტორ მასწავლებლად, ჩაერთონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში და სამინისტროს მიერ ინიცირებულ სხვადასხვა პროგრამებში, რაც ასევე დამატებით ანაზღაურებას გულისხმობს.
Related Stories