აჭარაში ინვესტიციების მოცულობა 14 პროცენტით გაიზარდა


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

განათლების სამინისტროში საინფორმაციო ბუკლეტის პრეზენტაცია გაიმართა

25/08/2011 16:47 (270 დღე 10:07 minutes ago)

bookss.jpg

განათლების სამინისტროში საინფორმაციო ბუკლეტის პრეზენტაცია გაიმართა განათლების სამინისტროში საინფორმაციო ბუკლეტის - "სასკოლო სახელმძღვანელოები" პრეზენტაცია გაიმართა, იუწყება ინტერპრესნიუსი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

სამინისტროს ინფორმაციით, წელს პირველად ყველა მშობელს შესაძლებლობა ექნება, სასწავლო სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაცია სპეციალური ბუკლეტის საშუალებით შეიტყოს.


ბუკლეტში მოყვანილია ინფორმაცია სასკოლო სახელმძღვანელოების ფასების, საგნების, კლასებისა და გამომცემლობების შესახებ.
ბუკლეტთან ერთად, მომზადდა საინფორმაციო პლაკატები, რომელზედაც განთავსებულია ინფორმაცია იმ ასოცდაათი წიგნის მაღაზიის შესახებ, სადაც საქართველოს მასშტაბით გრიფირებული სახელმძღვანელოები ფიქსირებულ, დაბალ ფასებში გაიყიდება.


საინფორმაციო ბუკლეტი და პლაკატი ყველა საჯარო და კერძო სკოლას გადაეცემა, პლაკატები სკოლებში სპეციალურ სტენდებზე პირველი სექტემბრიდან გაიკვრება.


მშობლებს, ასევე, ექნებათ შესაძლებლობა, "საქართველოს ფოსტის" კურიერების მეშვეობით, საინფორმაციო ბუკლეტებს სახლიდან გაუსვლელად გაეცნონ, გააკეთონ არჩევანი და გამოიწერონ საჭირო სახელმძღვანელოები. "საქართველოს ფოსტა" წიგნების სახლში მიტანას უზრუნველყოფს.


როგორც სამინისტროში აცხადებენ, საინფორმაციო ბუკლეტი და პლაკატი მშობლებისთვის კარგი რესურსია, რათა მათ სწორი არჩევანი გააკეთონ და საჭირო სახელმძღვანელოები დაბალ, ფიქსირებულ ფასებში შეიძინონ.


რამდენიმე დისტრიბუტორი კომპანია სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2011 წლის 30 აგვისტომდე უზრუნველყოფს სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზრობებისა და წიგნის მაღაზიების მოწყობას თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, თელავსა და გორში.


ყველა მაღაზიისა და ბაზრობის ადგილმდებარეობა, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია დატანილია პლაკატზე. დისტრიბუტორების მიერ მოწყობილ მაღაზიებსა და ბაზრობებზე სასკოლო სახელმძღვანელოები მხოლოდ ფიქსირებულ, დაბალ ფასში გაიყიდება.


ბაზრობებისა და მაღაზიების მისამართები განთავსდება სამინისტროს ოფიციალურ საიტზეც - www.mes.gov.ge და სამინისტროს facebook-ის ოფიციალურ გვერდზე - www. Facebook.com/mes.gov.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (3 დღე 13:25 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group