
CENN-ის მწვანე ცენტრმა ბულაჩაურში 8 სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
CENN-ის მწვანე ცენტრი, რომელიც მცხეთა-მთიანეთის რაიონში, სოფელ
ბულაჩაურში მდებარეობს, 10 დღის განმავლობაში საქართველოს რეგიონების 8
სკოლის მოსწავლეებს მასპინძლობდა, იუწყება ინტერპრესნიუსი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ათდღიანი საგანმანათლებლო ბანაკის პერიოდში სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობებში - ინტერაქტიურ სემინარებსა და საველე გასვლებში.
CENN-ის ბულაჩაურის მწვანე ცენტრში დღეს, 15.00 საათზე, ბანაკის საზეიმო დახურვა გაიმართება, რომელსაც UNICEF-ის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტისა და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
საგანმანათლებლო ბანაკი "უსაფრთხო სკოლა - უსაფრთხო მომავლისთვის" მაღალი რისკის ზონაში მდებარე 8 საპილოტე სკოლაში განხორციელდა. პროექტის ძირითად მიზანს, სკოლებში ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმებისა და უსაფრთხოების წესების შემუშავება და დანერგვა, სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების ტრენინგი და საგანგებო სიტუაციების მართვისთვის საჭირო სპეციალური აღჭურვილობის შეძენა და სკოლებისათვის მიწოდება წარმოადგენდა.
პროექტი ნიკორწმინდის, ლასურიაშის, მესტიის, დანისპარაულის, აწყურის, ბრეთის, მლეთისა და თბილისის #47-ე საჯარო სკოლებში მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში მოხდა სკოლების რისკების შეფასება, სკოლების საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების შემუშავება საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით და მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიმულაციური ტრენინგების ჩატარება. სკოლების რისკების შეფასებიდან გამომდინარე, ჩატარდა სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშაოები და მათი სპეციალური აღჭურვილობით უზრუნველყოფა.
CENN მომავალშიც გეგმავს, აქტიურად იმუშაოს სკოლებთან რისკების შემცირების საკითხებზე, რადგან ამ მიმართულებით მუშაობა ორგანიზაციის სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
Related Stories