ჩიკაგოს ნატო-ს სამიტის დეკლარაციის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ეთმობა


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

რეორგანიზებული სკოლების პრობლემები

ავტორი თათა კაჭკაჭიშვილი, რადიო თავისუფლება

31/08/2011 15:52 (264 დღე 11:05 minutes ago)

middle21.jpg

ქუთაისის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

რადიო თავისუფლება იმ პროცესებით დაინტერესდა, რომლებიც ქალაქის რეორგანიზებულ სკოლებში მიმდინარეობს. ივლისის თვეში, განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, მე-12 და მე-18, 25-ე და მე-4 და მე-15 და 27-ე საჯარო სკოლები გაერთიანდა. სკოლების შეერთების მიზეზად მათი მცირე კონტინგენტი დასახელდა.

როგორც მე-12 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამილა გაბუნიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რეორგანიზაციის შემდეგ სკოლაში პრობლემები შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის შენობა გათვლილია 800 ბავშვზე და შეერთებული სკოლების მოსწავლეებს დაიტევს, შენობა საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას, რადგან თითქმის 50 წელია კოსმეტიკურის გარდა სხვა სარემონტო სამუშაოები არ ჩასტარებია.

„გასული საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ სკოლაში კაპიტალური რემონტი არ ჩატარებულა. თავდაპირველად სკოლა 1200 მოსწავლეზე იყო გათვლილი, შემდეგ ნაწილი დაიწვა და, დღევანდელი მონაცემებით, 800 მოსწავლეს იტევს, მაგრამ ძალიან ცუდი მდგომარეობაა, განსაკუთრებით შენობის მესამე სართულზე. ჯერჯერობით არაფერს გვპირდებიან და რა იქნება, არ ვიცით“, - აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში თამილა გაბუნია. მისივე თქმით, სკოლა საჭიროებს ახალ ინვენტარსაც, რადგან არსებული მერხები და ავეჯი არასაკმარისი და მოძველებულია.

„უმჯობესია, რომ იყოს ახალი ინვენტარი. ჩვენ გვაქვს პირველი-მეორე საფეხურის მოსწავლეებისთვის 200 ახალი მერხი, რომელიც გასულ წელს სკოლებში დარიგდა. მე-18 სკოლიდანაც 200-მდე მერხი გადმოიტანეს დაწყებითისა და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის, მაგრამ ყველასთვის საკმარისი არაა“, - აღნიშნავს თამილა გაბუნია.

როგორც რეორგანიზებული სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი რადიო თავისუფლებას განუმარტავს, პედაგოგები ახალი სასწავლო წლიდან სერტიფიცირების შედეგების მიხედვით დასაქმდებიან, რაც, თავის მხრივ, შემცირებებს გამოიწვევს.

„ჯერ არა გვაქვს მონაცემები, რამდენმა მასწავლებელმა ჩააბარა გამოცდები ორივე საგანში და გახდა სერტიფიცირებული. განათლების მინისტრის ბრძანებით, პირველ რიგში სერტიფიცირებული პედაგოგი უნდა დავასაქმოთ. ვფიქრობ, რომ ორივე სკოლის სერტიფიცირებული პედაგოგების პროცენტი მაღალი იქნება. ძალიან გაჭირდება პედაგოგების დასაქმება და, ალბთ, მათი დიდი ნაწილი დატოვებს სკოლას, რაც ძალიან რთული პროცესია“, - ამბობს მე-12 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამილა გაბუნია.

რადიო თავისუფლებასთან 25-ე და მე-4 საჯარო სკოლების რეორგანიზაციით შექმნილ პრობლემებზე საუბრობს 25-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ელენე ბუაძე. მისი თქმით, მდებარეობის შეცვლის გამო სკოლა მოსწავლეთა ნაწილმა დატოვა. ამასთან, ყოფილ მე-4 საჯარო სკოლის შენობაში ვერ მოხერხდა ინკლუზიური სწავლების ჯგუფისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რის გამოც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებმა შვილები სხვა სკოლაში გადაიყვანეს.

„ყოფილ 25-ე სკოლის შენობაში ინკლუზიური სწავლების ჯგუფს ორი საკლასო ოთახი ეკავა - სასწავლო და მოსასვენებელი, ეტლით გადაადგილებისთვის ყველანაირი პირობა იყო შექმნილი სველ წერტილებშიც კი. აქ ეს ვერ მოხერხდა. ქუთაისში რამდენიმე სკოლა იყო შესაბამისი ინფრასტრუქტურით და მშობლებმა ბავშვები იქ გადაიყვანეს კიდეც“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ელენე ბუაძემ და დასძინა, რომ გაერთიანების შემდეგ ყოფილი მე-4 სკოლის დაზიანებული სახურავი შეკეთდა და ამჟამად საკუთარი ძალებით საკლასო ოთახებში მცირე კოსმეტიკურ სამუშაოებს ასრულებენ.

საჯარო სკოლების პედაგოგები 2 სექტემბრამდე კუთვნილი შვებულებით სარგებლობენ. როგორც საჯარო სკოლებში აცხადებენ, მათი სამსახურში გამოცხადების შემდეგ დაიწყება სასწავლო ბადის შექმნა და საათების გადანაწილება.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (3 დღე 13:28 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group