სააკაშვილი - თუ საქართველოს დემოკრატია დაეცემა, სატრანზიტო გზა ევროპასა და აზიას შორის აღარ იქნება


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

„ნეთბუქები“ მოსწავლეებს გარკვეული პირობებით აჩუქეს

16/09/2011 15:34 (248 დღე 11:25 minutes ago)

პირველკლასელებისთვის ნეთბუქების დარიგებასთან ერთად მათ მშობლებს სპეციალური ხელშეკრულების ხელმოწერას სთხოვენ, რომელშიც ამ კომპიუტერების მოხმარების პირობებია განსაზღვრული, იუწყება რადიო კომერსანტი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის რამდენიმე სკოლის პირველი კლასის მოსწავლის მშობლებმა აცნობეს. მათი ინფორმაციით, ხელშეკრულების მიხედვით, ბავშვებს კომპიუტერი 4-წლიან მფლობელობაში გადაეცემათ. დაზიანების შემთხვევაში სახელმწიფო მისი შეკეთების ვალდებულებას არ იღებს, მშობლებს კი 450 ლარის გადახდა მოუწევთ.

პირველკლასელებს ასევე ექნებათ ვალდებულება, „ნეთბუქები“ ყოველდღიურად ატარონ.

განათლების სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი ლალი როზომაშვილი კატეგორიულად უარყოფს მსგავსი პირობების არსებობას და აცხადებს, რომ „ნეთბუქის“ დაზიანების შემთხვევაში მას მწარმოებელი კომპანია სახელმწიფოს დაკვეთით უსასყიდლოდ შეაკეთებს.„ეს საჩუქარია და როგორ შეიძლება საჩუქრის დაზიანების გამო ვინმეს ჯარიმა დაეკისროს?“ - ამბობს როზომაშვილი.

24-ე საშუალო სკოლის დირექტორის გია მურღულიას განმარტებით, ხელშეკრულებები მშობლებთან მართლაც იდება, თუმცა მათში საუბარია არა ჯარიმაზე, არამედ კომპიუტერის ღირებულებაზე, რომელიც 450 ლარს შეადგენს. შესაბამისად, მისი დაზიანების შემთხვევაში მშობელმა ახალი ნეთბუქის შესაძენად სწორედ ეს თანხა უნდა გადაიხადოს. სხვა დაზიანების აღმოფხვრაც მას საკუთარი ხარჯებით მოუწევს.„სახელმწიფოს ეს პროგრამა ისედაც დიდი თანხები დაუჯდა, რაც გამართლებულია. მაგრამ მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ კომპიუტერს უნდა მოუფრთხილდეს და არ დააზიანოს. გამორიცხულია, ეს ისევ სახელმწიფომ გააკეთოს. ცხადია, აქ არ იგულისხმება შემთხვევები, როდესაც საქმე ქარხნულ წუნთან გვაქვს,“ - აცხადებს მურღულია.მისი თქმით, ნეთბუქები მოსწავლეს არა დროებით, არამედ საჩუქრად გადაეცემათ. ის მას მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩამოერთმევა, თუ სამი წლის განმავლობაში საჯარო სკოლიდან კერძო სკოლაში გადავა, სადაც ასეთი პროგრამა არ მუშაობს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (3 დღე 13:30 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group