აჭარაში ინვესტიციების მოცულობა 14 პროცენტით გაიზარდა


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი გაუქმდა

ავტორი ანა წიკლაური, ნეტგაზეთი

29/09/2011 16:41 (235 დღე 10:20 minutes ago)

რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუნდენტებისთვის მათი სასწავლებლის გაუქმების შესახებ ინფორმაცია მოულოდნელი აღმოჩნდა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი, კავკასიის აკადემიური ცენტრი, საქართველოს სა ავტომობილ ო-საგზაო კოლეჯი, სასწავლო უნივერსიტეტი ”ინტერფარმი +"; ევროპული საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი; დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ”იბერია”; ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი-ეს ის სასწავლებლებია, რომლებმაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დღევანდელი განცხადების შესაბამისად ავტორიზაცია ვერ გაიარეს.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ზემოთხსენებულ სასწავლებლებში არსებული სიტუაცია არ შეესაბამებოდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის დადგენილ სტანდარტებს.

ამ სასწავლებლების ყველა სტუდენტი მობილობის პროცესით სხვადასხვა უმაღლესში გადანაწილდება.

განათლების სამინისტროს ცნობით, არც ერთ სტუდენტს სხვა სასწავლებელში მობილობით გადასვლასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნება და მათი უფლებები დაცული იქნება. რაც შეეხება სწავლის საფასურს, მატივე განცხადებით, სტუდენტები იმავე რაოდენობის თანხას გადაიხდიან, რასაც იხდიდნენ ძველ სასწავლებლებში.

კავკასიის აკადემიურ ცენტრში ამბობენ, რომ მათ სტუდენტების წინასწარ გაფრთხილება ვერ მოახერხეს, რადგანაც მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი, რომ სასწავლებელს ავტორიზაცია ჩამოერთვა. სტუდენტების ბედი, მათი თქმით, ბოლომდე გარკვეული არაა და შესაძლოა ყველა ვერ გადავიდეს სხვა სასწავლებელში.

„ზოგიერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა მობილობის პროცესში გარკვეული ბარიერები დააწესა და თუ სტუდენტი ამ ბარიერს თავისი ჯამური ქულებით ვერ გადალახავს, ალბათ, გარეთ დარჩება“ - აცხადებენ კავკასიის აკადემიურ ცენტრში.

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი თათია თორაძე ამბობს, რომ გუშინ შეატყობინეს სასწავლებლის გაუქმების შესახებ. „გვითხრეს, რომ მობილობით გადავნაწილდებით სხვადასხვა სასწავლებლებში და პრობლემა არ გვექნება, თუ ჩვენი ქულებით გარკვეულ ბარიერს გადავლახავთ. ძალიან მოულოდნელი იყო ეს ინფორმაცია და დროც  ცოტა გვაქვს - დღეს 6 საათამდე უნდა მოვასწროთ მობილობის პროცესისთივს დარეგისტრირება“ .

გაუქმებული სასწავლებლების სტუდენტები , მობილობის პროცესში მონაწილეობის მიზნით  დღეს, 29 სექტემბერს  უნდა დარეგისტრირდნენ  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.eqe.ge

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (3 დღე 13:32 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group