Reuters: ქართველი მაგნატი რუსულ აქტივებს ყიდის


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

სტუდენტური სესხები: საქართველოს ბანკი - 15%-დან, "თიბისი ბანკი" - 16%-დან, "რესპუბლიკა" - 19%-დან

ავტორი რადიო კომერსანტის მასალები

04/10/2011 11:16 (230 დღე 15:46 minutes ago)

students.jpg

სტუდენტურ სესხებზე მოთხოვნა შარშანდლის ანალოგიურია,  ამის შესახებ რამდენიმე წამყვანი ბანკი აცხადებს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ისინი 15-%-დან იწყება.

„თი ბი სი“ ბანკის გაყიდვების სამსახურის უფროსის, ნინო ყაჭეიშვილის თქმით, საპროცენტო განაკვეთი წამყვანი სასწავლებლების (თავისუფალი უნივერსიტეტი, "ჯიპა," GAU და სხვა) სტუდენტების შემთხვევაში 16%-ია. ამასთან, ბანკი ამ განაკვეთის შემცირების შესაძლებლობასაც განიხილავს.  ზოგიერთი, მაღალი გადასახადის უნივერსიტეტის სტუდენტებს "თი ბი სი" გარკვეულ შეღავათებსაც სთავაზობს.

სპეციალური შეთავაზება ბანკ „რესპუბლიკასაც“ აქვს. ისინი „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტებს გარკვეული ტიპის შეღავათებით ემსახურებიან. ბანკ „რესპუბლიკას“  საცალო საბანკო მიმართულების უფროსის გიგა სულაძის თქმით, თუკი მსესხებლის შემოსავალი ხელფასია, მისთვის საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულ 19%–ს შეადგენს, ხოლო ბიზნესი დან ან პროფესიული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის შემთხვევაში, განაკვეთი 26%–ია.

„საქართველოს ბანკში“ სტუდენტური სესხები 15%-დან იწყება, სესხის ვადა კი 60 თვემდეა. ბანკმა სტუდენტებისთვის სპეციალური აქცია გამართა: Facebook-ის საშუალებით მათ შესაძლებლობა ჰქონდათ,  ვიდეო-რგოლები გადაეღოთ და ისინი ბანკის „ფეისბუქის“ გვერდზე აეტვირთათ. ვიდეორგოლებში მათ უნდა დაესაბუთებინათ, რომ მათთვის სწავლა აუცილებელია. კონკურსს უკვე ჰყავს გამარჯვებულები, რომელთაც 5000, 3000 და 200 ლარის სტიპენდიები გადაეცათ. ბანკები ს წარმომადგენლების თქმით, გაცემული სტუდენტური სესხების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, არ შეცვლილა. საბოლოო შედეგები კი ოქტომბრის ბოლოს იქნება ცნობილი, რადგან რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო პროცესი ჯერ კიდევ არ დაწყებულა. 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (3 დღე 13:33 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group