მედიანიუსის ცნობით, დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინდოეთიდან პირდაპირი ჩარტერული რეისით 160 ინდოელი სტუდენტი ჩამოფრინდება.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ასეთი დიდი რაოდენობის სტუდენტი ქვეყანაში ერთდროულად პირველად ჩამოდის.
ისინი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველკურსელები არიან. ამჟამად თსსუ–ში 27 ქვეყნიდან ჩამოსული 700-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს და მათი რიცხვი წელს ათასს გადააჭარბებს.
უცხოელ სტუდენტთა სწავლება თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისათვის პრიორიტეტულია.
160 ინდოელ სტუდენტს მოკლე ხანში დაემატება 60 ინდოელი სტუდენტი და 50-მდე სტუდენტი მსოფლიო ს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის გერმანიიდან, ისრაელიდან, მალაიზიიდან, სინგაპურიდან, ირანიდან, თურქეთიდან და სხვ.
უცხოელ სტუდენტთა ღირსეულად დასახვედრად თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საზეიმო შეხვედრებსა და ღონისძიებებს გეგმავს.
21 ნოემბერს სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართება. უცხოელ სტუდენტებს თსსუ–ის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია და პროფესორ–მასწავლებელები შეხვდებიან.
საზეიმო მიღება სამედიცინო უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლის კონცერტით დასრულდება.
Related Stories