მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში წელს დაახლოებით მილიონ რუს ტურისტს ველოდებით


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

მანდატური კერძო სკოლაში

ავტორი Teona Zakradze

15/12/2011 10:41 (158 დღე 16:24 minutes ago)

რატომ გადაწყვეტეს კერძო სკოლებმა მანდატურების სამსახურით სარგებლობა, მაშინ, როდესაც, მათივე თქმით, ამის საჭიროება არ ჰქონიათ?

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

„ივერიონი“ თბილისის ერთ–ერთი კერძო სკოლაა, სადაც მიმდინარე წლიდან მანდატურები შევიდნენ. სკოლაში სულ 150 –მდე მოსწავლე ირიცხება.

სკოლის დირექტორის, ლია ნამორაძის კაბინეტში დამონტაჟებულ ეკრანზე სკოლის ეზოს პერიმეტრი და სკოლის სამივე სართულის კორიდორი ჩანს.  სკოლის დირექტორი ეკრანზე მაჩვენებს მანდატურს, რომელიც ერთ–ერთ სართულზე, კორიდორში დადის.

„ამიტომაცაა ასეთი წესრიგი, მათი დამსახურებაა,“–ამბობს სკოლის დირექტორი.

კითხვაზე, მანდატურის შემოსვლამდე კონტროლის რა მექანიზმები ჰქონდა სკოლას, სკოლის დირექციაში აცხადებენ, რომ კერძო სკოლებში მოსწავლეები სწავლისთვის არიან მოტივირებული და, შესაბამისად, დანაშაულიც მინიმუმამდეა დაყვანილი.

„კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა 15–ია. იმაზე ბევრად მეტი ყურადღება ეთმობა მოსწავლეს, ვიდრე საჯარო სკოლებში. გადაყოლილი ვართ თითოეულ ბავშვს. არც ტუალეტებში ყოფილა მოწევის ფაქტები და სკოლის ჭიშკარიც დღის ბოლომდე დაკეტილია,“–ამბობს დირექტორი.

კითხვაზე, რატომღა მოითხოვა სკოლის დირექციამ ორი მანდატური, როდესაც მანდატურებისთვის ხელფასის გადახდაც კერძო სკოლებს თავადვე უწევს, დირექტორის თქმით, დირექციამ ბევრი იფიქრა, ჭირდებოდა თუ არა მანდატურის სამსახური და საბოლოოდ მაინც ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა.

სკოლის დირექტორმა, ლია ნამორაძემ რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ მანდატურების შესვლა მათ სკოლაში მხოლოდ დირექციის გადაწყვეტილება იყო.

„ჩვენი სურვილით მოხდა, ძალდატანება არ ყოფილა. უბრალოდ, სკოლის უსაფრთხოებისთვის დამატებითი მექანიზმი ჩავრთეთ და ამოვისუნქეთ. იცით, მანდატური მაინც ფსიქოლოგიურად მოქმედებს მშობელზე, მოსწავლეზე და თუნდაც მასწავლებელზეც, რომ არ დაიგვიანოს და დროულად გამოცხადდეს სკოლაში. საერთოდ, კულისებიდან რომ უყურებ, უფრო მეტ ნაკლს ხედავ,“–ამბობს სკოლის დირექტორი.

სკოლის დირექტორი იხსენებს, რომ მანდატურების სკოლაში შესვლამდე იყო შემთხვევები, როდესაც მასწავლებლებს გაკვეთილებზე საკლასო ჟურნალის შეტანაც ავიწყდებოდათ. მანდატურის სკოლაში შემოსვლამ კი, მისი თქმით, პრობლემა აღმოფხვრა.

„დღის ბოლოს მანდატურები საკლასო ჟურნალსაც ათვალიერებენ,  რომ შეამოწმონ, ზუსტად არის აღრიცხული თუ არა დასწრება,“–ამბობს დირექტორი.

თუმცა, მისივე თქმით, დღის ბოლოს აღნიშნულ ჟურნალებს დირექცია ისედაც ამოწმებდა,“ –ამბობს დირექტორი.

ნეტგაზეთთან ინტერვიუებში, „ივერიონის“ სკოლის დირექტორის მსგავსად, სხვა კერძო სკოლების დირექტორებიც აღნიშნავენ, რომ მათი სკოლების დაარსების დღიდან დანაშაულის ფაქტები არ დაფიქსირებულა, კონტროლის მექანიზმებიც არსებობდა, თუმცა მაინც მიიღეს გადაწყვეტილება, „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან“ ხელშეკრულება გაეფორმებინათ და მათთვის ხელფასი საკუთარი ბიუჯეტიდან გადაეხადათ.

ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენმა კერძო სკოლამ ისარგებლა უკვე მანდატურის სამსახურით, ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა ყველა კერძო სკოლაში, რომლის დირექციასაც ნეტგაზეთი ესაუბრა, მანდატური უკვე ჰყავთ.

განათლების საკითხთა მკვლევარები ამბობენ, რომ კერძო სკოლებში, სადაც ნაკლებია მოსწავლეთა რაოდენობა, კონტროლის მექანიზმები უფრო მაღალია და მოსწავლეებიც უფრო მეტად არიან სწავლაზე ორიენტირებული. დანაშაულის რისკები, რაც დაცვის დამატებითი მექანიზმების აუცილებლობას შექმნიდა, თითქმის არ არსებობს.

ნეტგაზეთთან საუბარში მხოლოდ ერთი კერძო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ აღნიშნა, რომ მანდატურების შესვლა მათ სკოლაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უშუალო დავალებით მოხდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე კერძო სკოლებს მანდანტურის სამსახური შესთავაზა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, კერძო სკოლებს მიეცა საშუალება, დამოუკიდებლად მიეღოთ გადაწყვეტილება, მანდატურის სამსახურთან ხელშეკრულება გაეფორმებინათ თუ არა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კერძო სკოლებში მანდატურების შესვლა მშობლებისა და დირექციის მოთხოვნით დაასაბუთეს.

განათლების საკითხთა მკვლევარი და ილიას უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია ნეტგაზეთთან საუბარში გამოთქვამს მოსაზრებას, რომ კერძო სკოლებში მანდატურების შესვლა რამდენიმე მიზეზმა განაპირობა.

ჯანაშიას აზრით, იმის მიუხედავად, რომ სამინისტრომ პირდაპირ არ დაავალდებულა კერძო სკოლები, მანდატურები შეეყვანათ, სარეიტინგო სისტემის შექმნამ, სადაც მანდატურის არსებობა სკოლაში ერთ–ერთ კრიტერიუმად ითვლება, კერძო სკოლები ამ მხრივ წაახალისა.

„გარდა ამისა, სამინისტროს შეუძლია არ მიანიჭოს ავტორიზაცია სკოლას, თუ არ ეყოლება მანდატური. შეუქმნას სხვადასხვა სახის პრობლემა. სამინისტროს ინტერესია საკუთარი გავლენის გავრცელება, მათ შორის კერძო სკოლებზეც. საერთოდ, დემოკრატიის ხარისხი განათლების სისტემაში დაბალია. არცერთი სკოლის დირექტორს, მათ შორის არც კერძო სკოლის, უკანასკნელი ორი წლის მანძილზე სამინისტროს არცერთი გადაწყვეტილება საჯაროდ არ გაუკრიტიკებია. ფაქტია, რომ დისკუსია სამინისტროსა და სკოლებს შორის არ მიმდინარეობს. შედეგად, არ განვითარდება პლურალისტული გარემო, რომელიც განათლების სისტემაში ახალ ინიციატივებს გააჩენს. ეს სერიოზული პრობლემაა, სამინისტრო პარტნიორების  გარეშე დარჩა. მას ჰყავს მხოლოდ ქვეშევრდომები,“ –ამბობს ჯანაშია.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (3 დღე 13:36 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group