
მედიანიუსის ცნობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა
თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
მემორანდუმი მიზნად ისახავს სავაჭრო პალატაში გაწევრიანებული ბიზნეს ორგანიზაციებისა და ბიზნესმენების ჩართვას სამინისტროს პროექტში ,,სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე” (სუმმერ ჯობს).
როგორც `მედიანიუსს~ განათლების სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმის თანახმად, სამინისტრო ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს სავაჭრო პალატისა და დამსაქმებელი ორგანიზაციების ინფორმირებულობა იმ პირების თაობაზე, რომლებიც პროექტში ჩაერთვებიან. სამინისტრო ასევე, დაინტერესებულ სტუდენტებს სრულ ინფორმაციას მიაწვდის კერძო სექტორში არსებული სამუშაო ადგილების შესახებ. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აქტიურად ჩაერთვება სტუდენტთა დასაქმების პროექტში და მონაწილეებს სამუშაო ადგილებს სავაჭრო პალატაში გაწევრიანებულ კომპანიებსა და მეწარმე ფიზიკურ პირებთან შესთავაზებს.
მხარეთა თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ გაჯანსაღებას, რაც ახალგაზრდებისათვის დროებითი სამუშაო ადგილების შექმნით იქნება განპირობებული, რაც აამაღლებს სტუდენტთა მოტივაციას, უზრუნველყოფს პიროვნული პოტენციალის რეალიზებას, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას, გაზრდის კერძო სექტორში კონკურენტუნარიან გარემოს და სახელმწიფოს ჩართულობას კომპანიებსა და მეწარმე ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში. კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმენებს კარგი შესაძლებლობა ექნებათ იპოვონ ადამიანები, რომელთაც შემდეგ თავიანთ ბიზნესში დაასაქმებენ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტუდენტური დასაქმების პროგრამაში -,,შუმმერ ჯობს’’ მონაწილეობა 25 ათასს სტუდენტს შეეძლება. მათი დასაქმება კერძო სექტორის გარდა, სახელმწიფო სტრუქტურებში 50-მდე მიმართულებით მოხდება, დაწყებული განათლებიდან იუსტიციის სისტემით დამთავრებული.
სტუდენტთა რეგისტრაცია სტუდენტური დასაქმების პროგრამისა და სამინისტროს ვებ-გვერდზე წწწ.მეს.გოვ.გე 15 მარტიდან დაიწყება და 15 მაისამდე გასტანს. სტუდენტები მათ მიერ არჩეულ სხვადასხვა საზაფხულო სამუშაოებზე 20 ივლისიდან ერთი თვის განმავლობაში დასაქმდებიან. მათი ანაზღაურება 500 ლარი იქნება.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, უპრეცედენტო პროექტში მონაწილეობა სტუდენტებს მომავალი საქმიანობის განსაზღვრაში დაეხმარება. ასევე სტუდენტები თავიანთ შესაძლებლობებს მოსინჯავენ, შრომის გამოცდილებას მიიღებენ და გარკვეული ანაზღაურებაც ექნებათ.
Related Stories