2012 წელს ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, სტუდენტთა საგრანტო
კონკურსისთვის აპლიკანტები რეგისტრაციას მხოლოდ ინტერნეტით, გამოცდების
ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე - http://www.naec.ge
გაივლიან, იუწყება მედიანიუსი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ვებ-გვერდზე სპეციალური სარეგისტრაციო სისტემა დღეს 10:00 საათიდან განთავსდება.
რეგისტრაციის გასავლელად აპლიკანტს უნდა ჰქონდეს (ან უნდა შექმნას) ელექტრონული ფოსტის მისამართი. აპლიკანტი ინტერნეტით რეგისტრაციას გადის ვებ-გვერდზე http://www.naec.ge ; მითითებულ მისამართზე შესვლის შემდეგ აპლიკანტი სპეციალურ ველში უთითებს 11 ნიშნა პირად ნომერს, ელექტრონულ ფოსტას (რომელზეც შემდეგ მიიღებს პაროლს), ჩამონათვალიდან კი ირჩევს შესაბამისს, მაგალითად “ერთიანი ეროვნული გამოცდები”.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ინტერნეტით რეგისრაციის სისტემა მაქსიმალურად იცავს აპლიკანტს ტექნიკური ხასიათის შეცდომებისგან. აბიტურიენტს, მაგისტრობის მსურველს ან პედაგოგს, არჩევანის შეცვლა რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე, 23 მარტამდე შეუძლია. მასწავლებლები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციას 13 თებერვლიდან 23 მარტამდე ამავე სარეგისტრაციო სისტემით, ონლაინ რეჟიმში გაივლიან.
ინტერნეტით რეგისტრაციის პროგრამა გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2011 წელს შექმნა და დანერგა, 2012 წლიდან კი გამოცდებისათვის რეგისტრაცია მხოლოდ ელექტრონულადაა შესაძლებელი.
გამოცდების ეროვნული ცენტრი, სამოქალაქო რეესტრთან თანამშრომლობით, მაქსიმალურად უმარტივებს რეგისტრაციის პროცესს აპლიკანტებს – ფოტო და პირადი ინფორმაცია სისტემაში პირადი ნომრის მითითების შემდეგ სამოქალაქო რეესტრის ბაზიდან ავტომატურად აისახება.
Related Stories