გახადეთ საწყისი გვერდი |   ელფოსტა: გამოწერა გაუქმება

ბაქრაძე საკონსტიტუციო რეფორმას ოპოზიციასთან იხილავს | საქართველოში სამგანზომილებიანი ტელეარხი ამოქმედდა

This text is replaced by the Flash movie.

Thursday, September 9, 2010
News Making Money

IFC და `საქართველოს ბანკი” ბელორუსში დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდას უწყობენ ხელს

08/07/2010 15:22 (63 დღე 00:02 minutes ago)

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) , რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, მხარს უჭერს `საქართველოს ბანკს” ახალ ბაზრებზე საქმიანობის გაფართოვებაში, რითაც ბელორუსში მცირე და საშუალო ბიზნესი სთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას ზრდის.

ADVERTISEMENT


`საქართველოს ბანკი” აქციების 99,96%-ს ფლობს `ბელორუსკი ნაროდნი ბანკში” (`ბნბ”), საშუალო ზომის ბელორუსულ ბანკში, რომლის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას მცირე და საშუალო ბიზნესი ს დაფინანსება წარმოადგენს. IFC `ბნბ”-ს აქციების 19,9%-ს შეისყიდის და ასევე, ამავე ბანკისთვის 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს გასცემს. ამგვარად, IFC `საქართველოს ბანკთან” ბელორუსის პერსპექტიულ ბაზარზე გაფართოვების პროცესში თანამშრომლობს.

IFC-ის მიზანს უცხოური ინვესტიციების წახალისება წარმოადგენს. ამით რეგიონში ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას და ადგილობრივი ბაზრებისა და კომპანიების განვითარებას ვუწყობთ ხელს,” განაცხადა IFC-ის წარმომადგენელმა კავკასიაში თომას ლუბეკმა. `მოუთმენლად ველით პროექტის წარმატებას, რომელიც სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყნის, ბელორუსისა და საქართველოს, საბანკო სექტორებს.”

`საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა განაცხადა: `მოხარული ვარ, რომ IFC-სთან ერთად განვახორციელეთ “ბნბ”-სთვის ეს მნიშვნელოვანი ტრანზაქციები. IFC-ის მონაწილეობა აქციონერისა და დამფინანსებლის სახით, უდაოდ გაზრდის `ბნბ”-ს კონკურენტუნარიანობას და უზრუნველყოფს ღირებულ მხარდაჭერას ბანკის გავნითარებისთვის.”.

საქართველოს უმსხვილესი ბანკი `საქართველოს ბანკი”, რომელიც IFჩ-ის კლიენტია 2000 წლიდან, ლონდონის საფონდო ბირჟის ლისტინგშია და ასევე ფლობს ბანკს უკრაინა ში.

საქართველო IFC-ის წევრი და აქციონერი 1995 წელს გახდა. მას შემდეგ IFC-მ
საქართვლოში 460 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა 33 პროექტში სხვადასხვა სექტორში. 2003 წლიდან IFC საქართველოში ახორციელებს საკონსულტაციო პროექტებს კორპორაციული მართვის გაუმჯობესებისა და ბიზნეს გარემოს ხელშეწყობის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი ს მხარდასაჭერად, ასევე სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების მიმართულებით. 

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ( IFC-ის) შესახებ


საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ( IFC) მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, რომელიც ეხმარება ხალხს სიღარიბის დაძლევასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში. ჩვენ ხელს ვუწყობთ განვითარებად ქვეყნებში მდგრად ეკონომიკურ ზრდას კერძო სექტორის განვითარების მხარდაჭერის გზით, ასევე კერძო სექტორისათვის კაპიტალის მობილიზებით, ბიზნესი სა და ქვეყნების მთავრობებისათვის საკონსულტაციო და რისკის შემცირებასთან დაკავშირებული პროგრამებით. 2009 ფისკალურ წელს ჩვენს მიერ მსოფლიო ში განხორციელებულმა ინვესტიციამ 14,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რითაც ფინანსური კრიზისის პირობებში განვითარებად ქვეყნებში კაპიტალის შედინებას შევუწყვეთ ხელი. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org

`საქართველოს ბანკის” შესახებ


`საქართველოს ბანკი~, საქართველოს წამყვანი ბანკია, რომელიც მის კლიენტებს საქართველოში, უკრაინა სა და ბელარუსში, სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო, სამომხმარებლო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვისა და სადაზღვევო მომსახურების ფართო სპექტრს. `საქართველოს ბანკი” საქართველოში უმსხვილესი ბანკია აქტივების, სესხების, დეპოზიტებისა და სააქციო კაპიტალის მიხედვით; ბანკს უკ ავია 34.8% საბაზრო წილი მთლიანი აქტივების მიხედვით (ყველა მონაცემი გამოქვეყნებულია საქართველოს ეროვნული ბანკი ს მიერ, 2010 წლის 30 აპრილის მდგომარეობით). ბანკს აქვს 137 ფილიალი და ემსახურება ფიზიკური პირის 1 მილიონამდე და კორპორატიული კლიენტის 157,000-ზე მეტ მიმდინარე ანგარიშს. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ იხილოთ: www.bog.ge/ir

`ბნბ”-ს შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ: www.bnb.by

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
დაფინანსებული ლინკები

Breast Enlargement
vBulletin Hosting
Debt Help
Breast Enlargement
Car Insurance Quotes




TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პრეს-რელიზები
2010 წლის აგვისტოს ინფლაცია საქართველოში

06/09/2010 14:23 (2 დღე 17:01 minutes ago)

დაზღვევა
ქართული კომპანიები მარცვლეულს დააზღვევენ

07/08/2010 13:54 (32 დღე 17:30 minutes ago)

სადაზღვევო კომპანიები მარცვლეულის მოსავლის დაზღვევით დაინტერესდნენ.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group