გახადეთ საწყისი გვერდი |   ელფოსტა: გამოწერა გაუქმება

„ბორჯომი“ ბოთლის დიზაინს ცვლის | რუსულმა ემბარგომ ევროპული ბიზნესი განავითარა

This text is replaced by the Flash movie.

Thursday, September 9, 2010
News Making Money

IFC ბანკ რესპუბლიკას მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 20 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს სესხად

ავტორი ქეთი ჩხიკვაძე, The FINANCIAL

19/07/2010 15:28 (51 დღე 23:54 minutes ago)

gilbert-hie-0071.jpg
ADVERTISEMENT

 

IFC – მსოფლიო ბანკის წევრმა ბანკ რესპუბლიკასთან, ჯგუფ სოსიეტე ჟენერალთან გააფორმა ხელშეკრულება 20 მილიონი აშშ დოლარის სესხად გადაცემასთან დაკავშირებით, მცირე და საშუალო ბიზნესი ს მხარდასაჭერად.

 

“ ეს 20 მილიონი აშშ დოლარი არის  5 წლიანი შესაძლებლობა მცირე და საშუალო წამოების სექტორისათვის, საქართველოში კომპანიების უმრავლესობის დასაფინანსებლად”. აცხადებს ჟილბერ ი, ბანკი რესპუბლიკის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი.

“იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ეს შესაძლებლობა არაა განსაზღვრული რომელიმე კერძო მრეწველობისათვის, მას ფართო სექტორის დაკმაყოფილება შეუძლია, კერძოდ იმ კომპანიებს, რომლებიც საშუალო წამროების მქონე კომპანიებში შედიან, ხელი მიუწვდებათ აღნიშნულ პირობებზე.

ძირითადად პროგრამა განკუთვნილი საწარმოო და სავაჭრო კომპანიებისათვის. ასევე ვეცდებით ფინანსების მიმართვას ორი კუთხით. ერთი, ესაა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბიზნესი , და მეორე ენერგო ეფექტურობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია კორპორატიულ სოციალური პასუხიმსგებლობის კუთხით და საქართველოსთვის ფინანსურად მყარად განვითარების ხელშესაწყობად”. აცხადებს ი.

“20 მილიონი აშშ დოლარის სესხი განკუთვნილი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესი სთვის. ვფიქრობთ, სწორედ ეს სექტორი წარმოადგეს ეკონომიკური ზრდის და დასაქმების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სეგმენტს. იგი მოიცავს მცირე ვაჭრობას , ზოგ სოფლის მეურნეობის პროცესს და ნებისმიერ სხვა სახის ბიზნესს, კომპანიების მოსახერხებელ და დინამურ ჯგუფს” ამბობს თომას ლუბეკი, IFC – ს კავკასიის რეგიონალური ხელმძღვანელი.

“მცირე და საშუალო ბიზნესს დიდი პოტენციალი გააჩნია. ყველაზე საინტერესო სფერო განვითარებისათვის  საქართველოში არის წარმოება. საექსპორტო პროდუქციის წამროების ხელშეწყობა  და ექსპორტის განვითარებისა კი გადამწყვეტია ამ ქვეყნისათვის, რათა შეძლოს უცხოური ვალუტის მოზიდვა.”. აცხადებს ი.

ლუბეკი აცხადებს რომ ქვეყნისათვის სოფლის მეურნეობა, ისევე როგორც
წყლის ენერგია და მუდმივ ენერგო მომარაგება დიდი პოტენციალს
წამროადგენს მცირე და საშუალო ბიზნესი ს კუხით.

საერთაშორისო ფინანსურ კორპორაციასა (IFC) და ბანკ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა 2005 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ბანკი რესპუბლიკა IFC –ს პროექტს შეუერთდა. მთლიანი დახმარება ბანკმა რესპუბლიკამ რომელიც სესხის სახით მიიღო 5 წლის განმავლობაში განხორციელებული ყველა პროექტით 42 მილიონ აშშ დოლლარს შეადგენს. ის მოიცავს როგორ მცირე და საშუალო ბიზნესი ს, ასევე გირავნობის სესხებს და განათლების სფეროში გაწეულ დახმარებებებს.   უფრო მეტიც, ბანკი რესპუბლიკა ჩართულია IFC –ს საერთაშორი სავაჭრო საფინანსო პროგრამაში.


“IFC –ს ნდობიის ხარისხს ბანკ რესპუბლიკის მიმართ  ადასტურებს ის, რომ ჩვენი პირველივე მოქმედება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იყო კვირანახევარში სესხის გადაცემა ბანკი რეპსუბლიკისათვის. იმედი გვაქვს ბევრ საქმეს გავაკეთებთ ერთად მომავალშიც”. Aმბობს ლუბეკი.

“IFC სოსიეტე ჟენერალის დაფუძნებულ 10 ბანკს აფინანსებს მსოფლიო ს სხვადასხვა ნაწილში, როგორებიცაა ბრაზილია, აფრიკა, აღმოსავლეთ ევროპა, რუსეთი და ამ კონტექსტში საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან ჩვენ ვაფინანსებთ სოსიეტე ჟენერალს, და მაშასადამე ვეხმარებით ბანკ რესპუბლიკას საქმიანობის განვითარებაში, ჩვენ წვლილი შეგვაქ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაშიც”- აცხადებს ჟან-მარი მასე, IFC-MIGA ბიზნესი ს განვითარების და პარტნიორობის ხელმძღვანელი.

2009 წლის მარტში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესმა საერთაშორისო ინვესტორებმა -  ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა, და მსოფლიო ბანკის ჯგუფმა, მათ შორის IFC-მ – აიღეს ვალდებულება 24.5 მილიარდამდე ევროს ღირებულების საფინანსო პაკეტით დახმარებოდნენ რეგიონის საბანკო სექტორს  და გაეზარდათ გლობალური ფინანსური კრიზისით დაზარალებული საწარმოების დაფინანსება. ორწლიანი გეგმის თანახმად, მსოფლიო ბანკის ჯგუფმა აიღო ვალდებულება 7,5 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარება გამოეყო, საიდანაც 2 მილიარდამდე ევრო IFჩ-ის წილი იქნებოდა. ამ გეგმის ფარგლებში IFC-ის კრიზისის დაძლევის ინიციატივები საბანკო, ინფრასტრუქტურის, სავაჭრო და სხვა სექტორებზეა ფოკუსირებული. კრიზისის დაძლევისაკენ მიმართული ღონისძიებები ასევე ხორციელდება IFC-ის ტრადიციული საინვესტიციო და საკონსულტაციო პროექტების მეშვეობით.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
დაფინანსებული ლინკები

IKA Works Laboratory equipment
Cheap Home Insurance
Breast Enlargement
PT Cruiser
Debt Help




TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პრეს-რელიზები
2010 წლის აგვისტოს ინფლაცია საქართველოში

06/09/2010 14:23 (2 დღე 16:59 minutes ago)

დაზღვევა
ქართული კომპანიები მარცვლეულს დააზღვევენ

07/08/2010 13:54 (32 დღე 17:28 minutes ago)

სადაზღვევო კომპანიები მარცვლეულის მოსავლის დაზღვევით დაინტერესდნენ.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group