გახადეთ საწყისი გვერდი |   ელფოსტა: გამოწერა გაუქმება

ახალგორში შესასვლელი წესები იცვლება | მედვედევი ბაქოში იმ დროს მიემგზავრება, როდესაც სამხრეთ-კავკასიაში დაძაბულობა მატულობს

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, September 4, 2010
News Making Money

Fitchrating-ის მიხედვით, ქართული საბანკო სექტორი გაიზრდება.

ავტორი ქეთი ჩხიკვაძე, The FINANCIAL

23/07/2010 18:23 (42 დღე 16:32 minutes ago)

fitch.jpg
ADVERTISEMENT

ქართული საბანკო სექტორი საკმაოდ მყარია და ემიჯნება მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს-იუწყება Fitchrating, საერთაშორისო რეიტინგ სააგენტო, რომელსაც ევალება მსოფლიო საკრედიტო ბაზრის მომარაგება მონაცემებით მოსალოდნელი ფაქტების შესახებ და დამოუკიდებელი კვლევებით ბაზრის შესახებ.

 

“ქართულმა საბანკო სექტორმა კრიზისი საკმაოდ კარგად გადაიტანა. ქართული ბანკები კრიზისიდან საკმაოდ მაღალი კაპიტალით გამოვიდნენ და ამ დროისთვის მთლიანად სექტორის მდგომარეობას სტაბილურად ვაფასებთ”, განაცხადა ჯეიმს ვატსონმა, Fitchrating-ის მთავარმა მენეჯერმა.


“კრიზის გადატანაში ბანკებს სამი ფაქტორი დაეხმარა; პირველი ბანკები ს უმეტესობა მას  კაპიტალისა და ლიკვიდურობის მაღალი დონით შეხვდა, მეორე, ქართულმა ეკონომიკამ ამ პერიოდში სერიოზული საერთაშორისო დახმარება მიიღო, რაც მთლიანად ეკონომიკასა და საბანკო აქტივებს დადებითად წაადგა და საბოლოოდ, ზოგ ბანკს  მათი აქციონერები ან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დაეხმარა”. აღნიშნავს ვატსონი.

Fitchrating მსოფლიო ს 150 ქვეყანაში მოქმედებს, 50 ოფისით სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანია უკვე 15 წელია საბჭოთა ქვეყნებშიც მუშაობს. Fitch ეხება კორპორაციულ, საბანკო, დაზღვევის, საერთაშორისო საფინანსო სექტორებს. იგი საბჭოთა რეგიონში 249 ინსტიტუციას აფასებს, საიდანაც 122 საფინანსოა.

Financial-თან ექსკლუზიურ ინტერივიუში ჯეიმს ვატსონმა ისაუბრა ბანკები ს როლზე საქართველოს მომავლისთვის, ქართული საბანკო სექტორის შედარებაზე სხვა ძირითად საბანკო სექტორებთან და ქართულ საბანკო სექტორზე კრიზისის პერიოდში.

“ჩვენ ველოდებით ქართული საბანკო სექტორის თანდათანობით ზრდას. კრიზისის შემდგომ პერიოდში ზრდის ძალიან მაღალი მაჩვენებლი არა აღინიშნება, სამი მიზეზის გამო:

პირველი, ქართული ბანკები ს უმეტესობის მენეჯმენტი საკრედიტო რისკის არსებობის გამო ეხლა მეტად ფრთხილია, ვიდრე კრიზისამდე. მეორე, ბანკებმა შეზღუდეს წვდომა ფულის გრძელვადიან დაბანდებაზე, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე და მესამე, სექტორი ეხლა გაცილებით უფრო წინდახედულად მოქმედებს”, განაცხადა ვატსონმა.

“ამ დროისათვის, ბანკები ს უმეტესობა საკუთარი ბიზნესი ს გაფართოების გზებს ეძებს. ყველა ძირითადმა ბანკმა კრიზისი უკან ჩამოიტოვა, პრობლემები მოაგვარა და ეხლა კვლავ ემზადება სესხების გაცემისთვის”, დაამატა ვატსონმა.

ანგარიში იუწყება, რომ სექტორის მნიშვნელოვან სისუსტეებად რჩება  ქართული ეკონომიკის საკმაოდ სუსტი საფუძველი, ადგილობრივი კაპიტალდაბანდების დაბალი შესაძლებლობები და სისტემის დოლარიზაციის მაღალი დონე.

სესხების 77 %, 2009 წლის ბოლოსთვის უცხოურ ვალუტაზე გაიცემოდა, რაც გამოიხატა საკრედიტო რისკის მნიშვნელოვან ზრდაში. თუმცა, კრიზისის პერიოდში ლარის სიმყარემ უცხოური ვალუტის შემოტევა შეასუსტა.

საქართველოს საბანკო სისტემას და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საბანკო სისტემებს რამდენიმე საერთო თვისება გააჩნიათ: უცხოური მფლობელობა, უცხოურ ბაზარზე  დაბანდების მაღალი დონე და უცხოური ვალუტაზე დეპოზიტებისა და სესხების დიდი რაოდენობა.

ასეა თუ ისე, საქართველოს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალი კაპიტალური ფარდობა და მოგემის მაღალი მარჟა აქვს, რაც ბანკებს საშუალებას აძლევს  შემოსავლის უმეტესი ნაწილი პოტენციური დანაკარგებისგან თავის დასაცავად გამოიყენონ. ამ კუთხით, საქართველო დადებითად გამოირჩევა დანარჩენი ბაზრისგან”, აღნიშნავს ვატსონი.

ვატსონის განცხადებით ინტერესი საქართველოში გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა ბაზრებზე.

“შემოსავლებისადმი დაინტერესება  ქართულ ბანკებში 2009 წლისათვის, მიუხედავად სირთულეებისა, გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე სხვა 24 სექტორზე, რომლებიც ჩვენ გამოვიკლიეთ. ნებისმიერ საბანკო სექტორში სესხების განაკვეთი ნაკარნახევია ბანკის დაბანდებებით, წინასწარ გათვლილი საკრედიტო ფასებით, ასევე კონკურენციის დონით.

საქართველოში საპროცენტო განაკვეთი კვლავაც შედარებით  მაღალია. ბანკები ს ეფექტიანობა ზომიერია, რამეთუ სესხების რისკი  კვლავ საყურადღებოა”, განაცხადა ვატსონმა.

“ამავდროულად, დეპოზიტის განაკვეთის შემცირება,  ბანკებს შორის დიდი კონკურენცია, ქვეყნის გაზრდილი რწმენა  ეკონომიკის ზრდაში, ეხმარება კრედიტებზე განაკვეთის დაცემას”.

“საბანკო სექოტრი მცირეა, 4,8 მილიარდი აშშ დოლარის აქტივით. ის უმეტესად უცხოურ მფლობელობაშია. ორი უდიდესი ბანკი; საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი, საბანკო სისტემის 50 % ზე მეტს იკავებენ, მაგრამ ამის მიღმა, სექტორი საკმაოდ დაყოფილია.”, განაცხადა ნატალია სმირნოვამ, ფინანსური ინსტიტუციების ანალიტიკოსმა.

2010 წლის, პირველი მეოთხედის დასასრულისათვის ბაზრის აქტივების შემდეგნაირად იყოფა: საქართველოს ბანკი-34 %, თიბისი ბანკი-21 %, პროკრედიტ ბანკი და ბანკი რესპუბლიკა-9%, ბანკი ქართუ და ვითიბი ბანკი-5%, სხვა ბანკები -5%.

ბანკები ს 100 % კერძო მფლობელობისაა. უფრო მეტიც, სისტემის აქტივების 88 % უცხოურ განკარგვაშია. თუმცა, ორ ძირითად ბანკს, თიბისისა და საქართველოს ბანკს არ ჰყავთ  მხოლოდ ერთი სტრატეგიული მფლობელი” განაცხადა სმირნოვამ.

“ქართული ბანკები ს უცხოური მფლობელობა კარგია იმ კუთხით, რომ ბანკებს საშუალება აქვთ მიიღონ დახმარება და მხარდაჭერა საჭიროების შემთხვევაში.

ცენტრალურ და აღმოსვლეთ ევროპის ნაწილში საბანკო სექტორი თითქმის მთლაინად უცხოური ბანკები ს მფლობელობაშია.  ეს შესაძლოა სასარგებლო იყოს საჭიროების შემთხვევაში კაპიტალის მიღების შესაძლებლობის გამო, თუმცა ადგილობრივი კრედიტული ზრდა შეიძლება შეიზღუდოს, თუ მფლობელი ბანკი რისკის ქვეშ დადგება ცალკეული ბანკის გამო.

საქართველოში რისკი ნაკლებია, იმიტომ რომ ორ ძირითად ბანკს, თიბისისა და საქართველოს ბანკს არ ყავთ ერთი კონკრეტული სტრატეგიული მეწილე” განაცხადა ვატსონმა.

“საქართველოსთვის ბოლო ხანებში დეპოზიტების გადინების ორი პერიოდი გამოიკვეთა. პირველად განაკვეთი, საქართველო-რუსეთის კონფლიქტისას 13 %, ხოლო მეორედ 2009 წლის დასაწყისში, 18 % ით დაეცა, გარკვეული პოლიტიკური არასტაბილურობის გამო.

თუმცა 2009 წლის მეორე ნახევარში, დეპოზიტების საკითხი თანდათან გამოსწორდა. ბოლო 6 თვის განმავლობაში შეინიშნებოდა სწრაფი დეპოზიტური განაკვეთის ზრდა.”განაცხადა ვატსონმა.

Fitch მოელის, რომ ქართული საბანკო სექოტრისთვის 2010 წელი პოზიტიური იქნება, რაც აისახება სესხის ხარჯების შემცირებაზე და საბოლოოდ  გამოიწვევს ზომიერ კრედიტულ ზრდას.

სადეპოზიტო დაბანდებების შემცირებამ, საერთაშორისო საფინანსო ისნტიტუტებიდან შემოსულმა დახმარებებმა, ასახვა ჰპოვა შემცირებულ ფინანსურ რისკსა და მეტად ბალანსირებულ დაბანდების სტრუქტურაში. თუმცა, სესხის და დეპოზიტის განაკვეთი კვლავაც მაღალია (2009 წლის ბოლოს არსებული პიკიდან (182%) 2010 წლის პირველი ნახევარის დასრულებისთვის შემცირდა 131%-მდე).  შიდა დაბანდების რესურსები შეიძლება არ იყოს საკმარისი მომავალი საკრედიტო ზრდის დასაფინანსებლად”, აღნიშნულია ანგარიშში.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.
დაფინანსებული ლინკები

Book Hotels Online
Anime Downloads
Debt Management
Car Insurance Quotes
Gold Chains




TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პრეს-რელიზები
საქსტატი ინტერვიუერთა ქსელის გადახალისებას იწყებს

24/08/2010 16:04 (10 დღე 10:51 minutes ago)

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით სასოფლო მეურნეობათა შერჩევითი გამოკვლევის ინტერვიუერთა ქსელის განახლებას იწყებს.

დაზღვევა
ქართული კომპანიები მარცვლეულს დააზღვევენ

07/08/2010 13:54 (27 დღე 13:01 minutes ago)

სადაზღვევო კომპანიები მარცვლეულის მოსავლის დაზღვევით დაინტერესდნენ.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group