| FITCH RATINGS-მა თიბისი ბანკის B+ რეიტინგი დაადასტურა |
|
12/08/2010 15:07 (544 დღე 16:19 minutes ago) | ||||||||||||
|
თბილისი, 10 აგვისტო, 2010 - საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ FITCH RATINGS ქართული ბანკები ს 2010 წლის რეიტინგები გამოაქვეყნა. სააგენტომ დაადასტურა თიბისი ბანკისადმი 2009 წელს მინიჭებული რეიტინგი და ბანკს კვლავ ,,B+“ კატეგორია, პროგნოზი - სტაბილური მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ 2009 წელს, თიბისი იყო ერთადერთი ქართული ბანკი რომელსაც FITCH-მა B დან B+ - მდე აუმაღლა რეიტინგი, რაც უპრეცედენტო და განსაკუთრებით პოზიტიური მოვლენა იყო, რადგან 2008–2009 წლებში საქართველოში განვითარებულმა რთულმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა პროცესებმა, უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკაზე, მათ შორის, საბანკო სექტორზეც.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|












