ბიძინა ივანიშვილი რუსეთში საკუთარი აქტივების გაყიდვას აპრილისთვის ვარაუდობს

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 6.5 პროცენტზე ტოვებს

19/08/2010 11:00 (538 დღე 08:15 minutes ago)

საქართველოს ეროვნული ბანკი ს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკი ს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) 2010 წლის 18 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტს შეადგენს.

ივლისში წლიურმა ინფლაციამ 7 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ძირითადად საბაზისო ეფექტის გავლენის შედეგია. არსებული პროგნოზებით ივლისში ინფლაციის ზრდა დროებითი მოვლენაა და მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში წლიური ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.

ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა ფულადი გზავნილებით სავალუტო შემოდინებები. როგორც მოსალოდნელი იყო, ივლის–აგვისტოში დაფიქსირდა ტურიზმის ექსპორტიდან შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა.

ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ხორბლის საერთაშორისო ფასი, თუმცა უკანასკნელი კვირის განმავლობაში ხორბლის ფასმა ზრდა შეწყვიტა. ივლისის დასაწყისიდან მოყოლებული ზრდის ტენდენცია ჰქონდა აგრეთვე შაქრის ფასს მსოფლიო ბაზრებზე, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში შაქრის ფასიც დასტაბილურდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2010 წლის 15 სექტემბერს გაიმართება.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6679 0.0003
1 ევრო EUR 2.1915 0.0140
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.8137 0.0091
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.6371 0.0109
1 თურქული ლირა TRY 0.9503 0.0049
100 რუსული მანეთი RUB 5.5436 0.0257
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group