| საქართველოში ფულადი გზავნილების რეიტინგში რუსეთი ლიდერობს |
|
22/07/2011 13:26 (304 დღე 13:49 minutes ago) | ||||||||||||
![]() საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან შემოდის. ამ ქვეყნიდან გადმოგზავნილი ფულადი მასა 7-ჯერ აღემატება საბერძნეთიდან შემოსულ ვალუტას. საბერძნეთი, იქ არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, დონორ ქვეყნების რეიტინგში მეორეა, მესამე ადგილზე იტალიაა, მე-3 - აშშ, მე-4 - ყაზახეთი.
2011 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 98.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22.1 მლნ აშშ დოლარით, ანუ 28.7 პროცენტით მეტია 2010 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (8.8 მლნ აშშ დოლარით), ყაზახეთიდან (4.8 მლნ აშშ დოლარით), საბერძნეთიდან (3.3 მლნ აშშ დოლარით), იტალიიდან (3.0 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.4 პროცენტი იმ 10
უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ
ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის
ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი მოდიოდა.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|












