
ღებულობდა თუ არა „ საქართველოს ბანკი “ მონაწილეობას ფულის გათეთრების
ოპერაციაში, როგორც ამას "ქართუ ბანკის" ახალი ხელმძღვანელი ნოდარ
ჯავახიშვილი ამტკიცებს?
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
შეგახსენებთ: „ქართუ ბანკის“ თანამშრომლებს ნაღდი ფული „ საქართველოს ბანკი დან“ გამოჰქონდათ, როდესაც ისინი სამართალდამცავებმა დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ძიება ფულის გათეთრების ბრალდებით მიმდინარეობს.
„ქართუ ბანკის“ ხელმძღვანელის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, თუ ისინი უკანონო ოპერაციას ახორციელებდნენ, მაშინ გაუგებარია, ერთს პასუხი მოსთხოვო და მეორეს არა.
„ეს იყო ბანკის ფული. რაც ევროში იყო, ის ირიცხებოდა ერთ-ერთ ძალიან ცნობილ გერმანულ ბანკში, ხოლო რაც დოლარში იყო, ასევე ძალიან ცნობილ ამერიკულ ბანკში. ამ ბანკები დან ფული ჩვენ გადავურიცხეთ ანალოგიური დონის ბანკებში „საქართველოს ბანკს“ თავის ანგარიშზე და ვინაიდან ჩვენ გვჭირდებოდა ნაღდი ფული, „ საქართველოს ბანკი დან“ გავიტანეთ ეს ფული. ეს არის ჩვეულებრივი ოპერაცია, რომელიც ხშირად ხდება... ეს თუ შავი ფული იყო, არც „დოიჩე ბანკი“ და არც „სითი ბანკი“ ამ ფულის გატარებას არ გააკეთებდა... არ ვამბობ, რომ „ საქართველოს ბანკი ს“ ან გერმანული და ამერიკული ბანკები ს წარმომადგენლები იყვნენ დასაჭერი, აქ საერთოდ არ იყო საუბარი შავ ფულზე და ეს იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური ოპერაცია,“ - აცხადებს ჯავახიშვილი გაზეთ „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
„საქართველოს ბანკში“ ამბობენ, რომ ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს და ამდენად, კომენტარს არ აკეთებენ.
Related Stories