
ეროვნული ბანკი მზად არის, "ქართუ ბანკს"
სამართალდამცველთა მხრიდან დაყადაღებული თანხის ოდენობის - 2 მლნ დოლარისა 1
მლნ ევროს მოცულობის ფინანსური რესურსი გამოუყოს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ირწმუნება, რომ "ქართუ ბანკის" ნორმალურ ფუნქციონირებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და თავის მხრივ, ეროვნული ბანკი მზად არის, საჭიროებიდან გამომდინარე, მის დასახმარებლად კომპლექსური პროგრამა აამოქმედოს, მათ შორის დაყადაღებული თანხის ოდენობის ფინანსურ რესურსი გამოიყოს".
"ჩვენ ამ ნაბიჯს იმ მიზნით გადავდგამთ, რომ ამ თანხასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციები ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. ბანკის პოლიტიზირება ჩვენთვის დაუშვებელია. საბანკო სექტორში წარატებები გვაქვს და ამ წარმატების ერთ-ერთი ქვაკუთხედი ისაა, რომ საბანკო სფერო პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალია. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ თუნდაც ერთი ბანკი ამ მიმართულებით 90-იან წლებში დაბრუნდეს. სიტუაციის ბოლომდე სტაბილიზირებამდე მზად ვართ, სესხი გამოვყოთ, ან სხვა ტიპის ფინანსური ინსტრუმენტი ავამოქმედოთ, რათა "ქართუ ბანკის" გარშემო პოლიტიკური სპეკულაციები შეწყდეს", - განაცხადა ქადაგიძემ.
"პირWელის" შეკითხვაზე, რამდენად ადასტურებს "ქართუ ბანკის" ფინანსური მხარდაჭერისთვის ეროვნული ბანკის მზაობა იმას, რომ სამართალდამცველთა მხრიდან ფულის გათეთრების ბრალდება და თანხის დაყადაღება პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი იყო, ხოლო თუ კი ეს ასე არ არის, მაშინ შესაბამისი ორგანოები, მათ შორის ეროვნული ბანკი რატომ არ ინტერესდებიან " საქართველოს ბანკი თაც", რომლის ფულიც მიჰქონდა "ქართუ ბაკის" საინკასაციო მანქანას?", ქადაგიძემ ყურადღება კვლავ პოლიტიკური სპეკულაციების დაუშვებლობაზე გაამახვილა.
"მიმდინარეობს გამოძიება. რაც შეეხება შედეგებს, იგი გამოძიების დასრულებასთან ერთად გახდება ცნობილი. ეროვნული ბანკის მთავარი მიზანი კი ისაა, რომ ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციისგან ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს", - განუცხადა "პირWელს" ქადაგიძემ.
შეგახსენებთ, რომ შს სამინისტროს თანამშრომლებმა ფულის გათეთრების ბრალდებით ბანკ "ქართუს" რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს. დაკავებისას მათ დიდი ოდენობით ნაღდი ფული აღმოაჩნდათ.
საქმეს შსს ძველი თბილისის სამმართველო იძიებს.
19 ოქტომბერს კი საქართველოს ეროვნული ბანკი შემოწმების მიზნით "ქართუ ბანკში" შევიდა.
Related Stories