საქართველოს მასშტაბით 2012 წლის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

ბანკი "ქართუ" ”პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლის” შეწყვეტას ითხოვს

28/10/2011 10:58 (206 დღე 16:23 minutes ago)

cartubank.jpg

ბანკი "ქართუ" მოითხოვს, შეწყდეს ბანკსა და მის კლიენტებზე პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ბანკი "ქართუ” აღნიშნულ თემაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ :


"სს ,,ბანკი ქართუ" აცხადებს, რომ მიუხედავად ა.წ 18 ოქტომბერს სს ,, საქართველოს ბანკი ს" ტერიტორიაზე სამართალდამცველი ორგანოების მიერ საზოგადოებისათვის საშიში ფორმით განხორციელებული სპეცოპერაციის დროს ბანკისათვის აბსოლუტურად უსაფუძვლოდ წართმეული დიდი ოდენობის ფულადი სახსრებისა, ჩვენ არ განვიცდით ფინანსურ პრობლემებს, უფრო მეტიც დღეისათვის საქართველოს საბანკო სისტემაში ერთერთი ყველაზე მაღალი ლიკვიდობის დონე გვაქვს.


ბანკის პრობლემა სწორედ იმაშია, რომ მისდამი საქართველოს ხელისუფლებისა თუ ეროვნული ბანკის დღევანდელ დამოკიდებულებაში გადამწყვეტია პოლიტიკური ფაქტორი და ჩვენი დამფუძნებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების ვექტორი მნიშვნელოვნად ბანკისაკენ არის მიმართული.


აღნიშნულს პირდაპირ ადასტურებს ბანკის ინკასაციის მანქანაზე ფულის გათეთრების აღკვეთის მოტივით განხორციელებული თავდასხმა, როდესაც ერთი წამითაც არ დამდგარა ეჭვის ქვეშ ხელისუფლებისადმი ლოიალური სს ,, საქართველოს ბანკი ს", საიდანაც ვითომ ,,შავი" ფულის ტრანპორტირებას ვახდენდით, პასუხისმგებლობის საკითხი.
მხოლოდ პოლიტიკური მოტივით შეიძლება აიხსნას ამ საკითხზე საქართველოს ეროვნული ბანკი ს განცხადებებიც, თუმცა ცხადზე ცხადია, რომ მსოფლიო ს წამყვანი ბანკები ს მეშვეობით გატარებული ოპერაცია არ შეიძლება საქართველოში დაკვალიფიცირდეს ფულის გათეთრების მცდელობად და გნებავთ სს ,,ბანკ ქართუში" მყისიერად დაწყებული შემოწმება, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ფაქტობრივად დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმში ფუნქციონირებს და დღემდე არ აკეთებს დასკვნას ფულის გათეთრების ასე გახმაურებულ ოპერაციაზე.


პარალელურად, მიდის სერიოზული ზეწოლა ბანკის კლიენტებზე, რათა მათ გადაიტანონ ანგარიშები და ფულადი სახსრები სხვა ბანკებში და ვფიქრობ თავად კომერციულ ბანკებზე, რომელთაც აშკარად შეცვალეს დამოკიდებულება სს ",ბანკი ქართუს" მიმართ.


სს ,,ბანკი ქართუს" ხელმძღვანელობა კატეგორიულად მოითხოვს, შეწყდეს თავად ბანკსა და მის კლიენტებზე პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლა, დაგვიბრუნდეს უსაფუძვლოდ ჩამორთმეული ჩვენი კუთვნილი თანხები და მოგვეცეს მშვიდად და სტაბილურად ფუნქციონირების შესაძლელობა, რაც სახელმწიფოსა და პირველ რიგში საქართველოს ეროვნული ბანკი ს წმინდათა წმინდა მოვალეობაა", - აღნიშნულია განცხადებაში.


როგორც გუშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, ეროვნული ბანკის მზადაა სიტუაციის დასტაბილურებამდე ~ბანკ ქართუს~ დაყადაღებული თანხის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოუყოს.


ჩვენ მზად ვართ, საჭიროებიდან გამომდინარე, განვახორციელოთ კომპლექსური დახმარების პროგრამა, ასევე, მზად ვართ, გამოვყოთ ფინანსური რესურსი ორი მილიონი დოლარისა და ერთი მილიონი ევროს ოდენობით. იმ მიზნით, რომ დასრულდეს პოლიტიკური სპეკულირება ამ თანხასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ქადაგიძემ.


შსს-მ რამდენიმე დღის წინ ფულის გათეთრების ბრალდებით ბანკ "ქართუს" საინკასაციაო მანქანა დააკავეს და დიდი ოდენობით თანხა ამოიღეს. საუბარია ორ მილიონ დოლარზე და ერთ მილიონ ევროზე. ამასთან, ბანკ "ქართუში" ეროვნული ბანკი შევიდა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6211 0.0008
1 ევრო EUR 2.0710 0.0128
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7242 0.0104
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5649 0.0028
1 თურქული ლირა TRY 0.8865 0.0018
100 რუსული მანეთი RUB 5.2028 0.0362
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (3 დღე 15:23 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group