
"ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის
განცხადებით, "ქართუ ბანკმა" ფეხბურთელ კახი კალაძის "პროგრეს ბანკის" 1
მლნ 300 000 ლარის ღირებულების აქციები შეიძინა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც "პირWელს" ჯავახიშვილმა განუცხადა, აღნიშნულ თანხას "ქართუ ბანკი" "პროგრეს ბანკს" ხვალ დაურიცხავს.
"ქართუ ბანკი" "პროგრეს ბანკის" აქციების დაახლოებით 9%-ის მფლობელი გახდა. ამასთან, ბანკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში "ქართუ ბანკი", როგორც გამოცდილი საბანკო ინსტიტუტი გარკვულ დახმარებას და თანადგომას აღმოვაჩენთ", - განუცხადა "პირWელს" ჯავახიშვილმა და იქვე დასძინა, რომ "როგორც კი აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა მიიღო, ის შემოწმების მიზნით "პროგრეს ბანკში" შევიდა".
"მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ საკითხის პოლიტიზირებას ჩვენ ვახდენთ, ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ზეწოლა ხორციელდება, რაზეც თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ეროვნული ბანკი "პროგრეს ბანკშიც" შევიდა", - აღნიშნა ჯავახიშვილმა.
Related Stories