
ეროვნულ ბანკს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კუთხით უფლებამოსილება გაეზარდა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ინტერპრესნიუსის ცნობით, პარლამენტის მიერ "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილება, უკვე ძალაშია.
ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკები ს, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, გადამზღვეველი კომპანიების, არასახელმწიფო საპენსიო სქემების დამფუძნებლების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიებისა და ანგარიშვალდებული საწარმოების საქმიანობას ამ ორგანული კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
ახალი უფლებამოსილების მიხედვით კი, ეროვნულ ბანკს უკვე შეუძლია საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისათვის, ამ პირებისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, კონფიდენციალური, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
ასევე, ეროვნულ ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ითანამშრომლოს ადგილობრივ საზედამხედველო და სამართალდამცავ ორგანოებთან.
ამას გარდა, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაცია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
Related Stories